დრეიკის სრუტე

From Wikipedia, the free encyclopedia

დრეიკის სრუტე
Remove ads


დრეიკის სრუტე ან ჰოკეს ზღვა (ესპ. Mar de Hoces) — სრუტე სამხრეთ ამერიკასა (ჰორნის კონცხთან, ჩილე) და სამხრეთ შეტლანდის კუნძულებს (ანტარქტიკა) შორის. ის აკავშირებს ატლანტის ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილს (სკოშის ზღვა) და წყნარი ოკეანის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს. გრძელდება სამხრეთის ოკეანეში. სრუტეს სახელი XVI საუკუნეში ინგლისელი კეპერის ფრენსის დრეიკის პატივსაცემად ეწოდა. 1578 წლის სექტემბერში, მაგელანის სრუტის გავლის შემდეგ დრეიკის გადარჩენილი გემი მოხვდა შორეულ სამხრეთში, სადაც შემთხვევით აღმოაჩინეს ეს გასასვლელი ატლანტისა და წყნარ ოკეანეებს შორის.

Thumb
დრეიკის სრუტე და საზღვარი რომელიც დადგინდა 1984 წლის ჩილესა და არგენტინას შორის დადებული მშვიდობისა და მეგობრობის ხელშეკრულებით.
Thumb
დრეიკის სრუტის სიღრმე, სიმლაშე, ტემპერატურა და

ნახევარი საუკუნით ადრე, 1525 წელს, ძლიერმა ქარმა ესპანელი ნავიგატორის ფრანცისკო დე ჰოკეს გუნდს მაგელანის გზიდან სამხრეთისკენ გადაახვევინა, მათ დაინახეს მიწის დასასრული და ივარაუდეს, რომ იქ შეიძლება გასასვლელი ყოფილიყო. [1] ამის გამო ზოგიერთი ესპანელი და ლათინურ ამერიკელი ისტორიკოსი მას ჰოკეს ზღვას (ესპ. Mar de Hoces) უწოდებს.

Remove ads

სქოლიო

რესურსები ინტერნეტში

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads