ევკლიდე

From Wikipedia, the free encyclopedia

ევკლიდე
Remove ads

ევკლიდე (ძვ. ბერძნ. Εὐκλείδης; დაახ. ძვ. წ. 325-265) — ძველი ბერძენი მათემატიკოსი.

სწრაფი ფაქტები ევკლიდე, დაბ. თარიღი ...

მის შესახებ ძალიან ღარიბი ბიოგრაფიული ცნობები გვაქვს. იყო ალექსანდრიის სკოლის პირველი მათემატიკოსი. ცხოვრობდა პტოლემე I-ის მეფობის ხანაში (ძვ. წ. 323-283). ხშირად მოიაზრება, როგორც „გეომეტრიის მამა“. მისი ყველაზე მთავარი ნაშრომია „საწყისები“, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სახელმძღვანელოდ ითვლება მათემატიკის ისტორიაში. ამ თხზულებაში მან შეაჯამა ძველი ბერძნული მათემატიკის განვითარების ადრინდელ პერიოდში მიღებული შედეგები და საფუძველი ჩაუყარა მათემატიკის შემდგომ განვითარებას. ეს ნაშრომი შეიცავს პლანიმეტრიის, სტერეომეტრიის და რიცხვთა თეორიის მრავალ საკითხს (მაგალითად ევკლიდეს ალგორითმს). მასში გეომეტრიულ ფიგურათა თვისებები განსაზღვრულია ხუთი აქსიომით, რამაც საფუძველი ჩაუყარა მათემატიკის აქსიომატიზაციას.

მისი სხვა მათემატიკური ნაშრომებიდან აღსანიშნავია 4 წიგნი — „კონუსური კვეთები“, რომლის მასალა შევიდა აპოლონიოს პერგელის ამავე სახელწოდების თხზულებებში, „ფიგურათა დაყოფის შესახებ“ (შემონახულია არაბული თარგმანი) და „პორიზმები“. ევკლიდეს აქვს შრომები ასტრონომიაში, ოპტიკასა და მუსიკაშიც.

ევკლიდეს ეკუთვნის ნაშრომები პერსპექტივებზე, კონუსურ კვეთებზე, სფერულ გეომეტრიასა და შესაძლოა მეორე რიგის ზედაპირებზე. მისი დაბადების წლის ან ადგილის ან თუნდაც გარდაცვალების პირობების განსაზღვრა ვერ მოხერხდა.

Remove ads

ლიტერატურა

Remove ads

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads