ევროპის ოქროს ბუცი
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
„ოქროს ბუცი“ (ინგლ. European Golden Shoe (Boot)) — საფეხბურთო ჯილდო, ყოველწლიურად გადაეცემა უეფა-ს წევრი ქვეყნის ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირს.[1] პირველად პრიზი გაიცა 1967 წელს. 1997 წლიდან ორგანიზატორები არიან ევროპის სპორტული გამოცემები (ინგლ. European Sports Magazines) და კომპანია „ადიდასი“.
გამარჯვებული ხდება ფეხბურთელი, რომელიც ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს 1 სეზონის განმავლობაში. ამ პრიზის არსებობის განმავლობაში არსებობდა მისი მოპოვების სხვადასხვა წესები (იხ.წესების სექცია). ამჟამად სულ არსებობს 51 ოქროს ბუცის მფლობელი ფეხბურთელი, რომელიც 47 წლის განმავლობაში გამოვლინდა. 1992 წლიდან 1997 წლის სეზონამდე ოქროს ბუცის გადაცემის ცერემონია არ ჩატარებულა. 1997 წლიდან კი ისევ განახლდა ოქროს ბუცით დაჯილდოების ცერემონია.
Remove ads
წესები
1968–1991
ფრანგულმა გაზეთმა „L'Equipe“-მ და „ადიდასმა“ შექმნეს საკმაოდ მარტივი წესი: მოთამაშე, რომელიც გაიტანდა ყველაზე მეტ გოლს მიუხედავად ჩემპიონატის დონისა და ხანგრძლივობისა, მიიღებდა პრიზს. ამ პერიოდში გერდ მიულერმა, დუდუ გეორგესკუმ და ფერნანდო გომესმა 2-ჯერ მოიგეს ჯილდო.[2] ამ პერიოდში შეინიშნა ბევრი დარღვევა, მიუხედავად ამისა 1991 წლამდე ჯილდო გაიცემოდა.
1992–1996
კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციამ გამოთქვა პროტესტი, რომლის მიხედვითაც პრიზი უნდა მიეღო კვიპროსელ ფეხბურთელს, რომელსაც 40 გოლი ჰქონდა აქტივში (თუმცა ოფიციალურ ბომბარდირებს 19-19 გოლი ჰქონდათ გატანილი). ამის გამო 1991 დან 1996 წლამდე მიუხედავად გამარჯვებულების გამოვლენისა დაჯილდოება არ ჩატარებულა, თუმცა „ადიდასი“ გამარჯვებულებს აძლევდა არაოფიციალურ ჯილდოს. ჯილდო არ მიუღია ქართველ ზვიად ენდელაძესაც, რომელმაც ზესტაფონის „მარგვეთის“ რიგებში 40 გოლის გატანა შეძლო.
1997–დღემდე
1996–97 წლების სეზონიდან, „ევროპის სპორტულმა მედიამ“(ინგლ. European Sports Media) ოქროს ბუცის დაპატრონების შანსი გაუზარდა ისეთ ფეხბურთელებს, რომელთაც უფრო რთულ ჩემპიონატში გაჰქონდათ ბევრად ნაკლები გოლი. ახალი ქულათა სისტემის მიხედვით ეს დონე განისაზვრა უეფას არეალში მყოფი გუნდების ჩემპიონატებში მოთამაშე კლუბების ბოლო ხუთი წლის კოეფიციენტზე. უეფას რეიტინგით ხუთ საუკეთესო ჩემპიონატში გატანილი გოლი ჩაითვლება ორ ქულად, ექვსიდან 21-ემდე კი 1.5 ქულად,[3] ყველა დანარჩენი 1 ქულად. 1 ქულიანებს შორის არის საქართველოც, რომელიც 42-ე ადგილზეა. ასე და ამგვარად უფრო ძლიერ ჩემპიონატში გატანილი გოლი უფრო მეტი ქულით ფასდება და შესაძლებელია ნაკლები გოლით გახდეს ფეხბურთელი ოქროს ბუცის მფლობელი.[4]
Remove ads
გამარჯვებულები
გამარჯვებულები 1967–2014
გაზიარებული ტიტული











არაერთგზის გამარჯვებულები
მხოლოდ ლიონემ მესიმ და კრიშტიანუ რონალდუმ შეძლეს ევროპის ოქროს ბუცის ნომინაციაში სამჯერ გამარჯვება. ცხრა ფეხბურთელმა შეძლო ჯილდოს 2-ჯერ მოპოვება. გერდ მიულერი იყო პირველი ვინც 2-ჯერ მოიგო ეს პრიზი 1969–70 და 1971–72 წლების სეზონებში. ალი მაკ-კოისტი (1991–92 და 1992–93), ტიერი ანრი (2003–04 და 2004–05) და ლიონელ მესი (2011–2012 და 2012–2013), მხოლოდ მათ შეძლეს ჯილდოს ზედიზედ 2 სეზონში მოპოვება. დიეგო ფორლანი („ვილიარეალი“ და „ატლეტიკო“ მადრიდი) და მარიო ჟარდელი („პორტუ“ და „სპორტინგი“), მხოლოდ მათ აქვთ 2-ჯერ მოგებული ევროპის ოქროს ბუცი ერთი და იგივე ლიგის 2 კლუბში. კრიშტიანუ რონალდუ არის პირველი და ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც შეძლო პრიზის მოპოვება ორ სხვადასხვა ლიგის კლუბში, „მანჩესტერ იუნაიტედი“ ინგლისის პრემიერ ლიგიდან და მადრიდის „რეალი“ ესპანეთის ლა ლიგიდან.
* | გაზიარებული ტიტული |
კლუბის მიხედვით
ეროვნების მიხედვით
საფეხბურთო ლიგის მიხედვით
Remove ads
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads