ეკონომიკა
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
ეკონომიკა (ძვ. ბერძნ. οἰκονομία — „საოჯახო მმართველობა“ < οίκος — „სახლი“ და νομος — „ვმართავ“) — სოციალური მეცნიერებაა, რომელიც შეისწავლის საქონლისა და მომსახურების წარმოებას, განაწილებას, გაცვლასა და მოხმარებას. ეკონომიკა ზოგადად მოიაზრება, როგორც:
- საზოგადოების ეკონომიკური ბაზისი, საწარმოო ურთიერთობათა ერთობლიობა.
- მოცემული ქვეყნის ან მისი ნაწილის მეურნეობა, წარმოების დარგებისა და სახეობების ჩათვლით.
- მეცნიერების დარგი, რომელიც შეისწავლის საწარმოო ურთიერთობებს და მათ სპეციფიკურ მხარეებს საზოგადოებრივი წარმოებისა და გაცვლის განსაზღვრულ სფეროში.

Remove ads
ეკონომიკის ისტორია
მიღებულია აზრი იმის თაობაზე, რომ თანამედროვე ეკონომიკურ მეცნიერებას საფუძველი ჩაეყარა მე-18 საუკუნის ბოლოს ადამ სმითის მიერ, რომელმაც შექმნა კლასიკური ეკონომიკური სკოლა, მიუხედავად იმისა, რომ უფრო ადრინდელია ესპანელი სქოლასტიკოსების და ფსიქოკრატების აღმოჩენები. ზოგიერთს მიაჩნია, რომ ფიზიოკრატიული სკოლა იყო პირველი მეცნიერული ეკონომიკური სკოლა. მე-19 საუკუნეში კარლ მარქსმა მოახდინა ეკონომიკური აზროვნების სხვადასხვა სკოლების, შრომების (მათ შორის ადამ სმითის) სინთეზი, იყენებდა რა ჰეგელის სისტემურ მიდგომას, შექმნა თავისი ნაშრომი „კაპიტალი“ და მოძღვრება მარქსიზმი. მე-19-20 საუკუნეებში ეს ნაშრომი სოციალისტური ეკონომიკის იდეოლოგიურ საფუძველს წარმოადგენდა, ამასთან საბაზრო ეკონომიკის, უპირველეს ყოვლისა ნეოკლასიკური ეკონომიკური სკოლის მიმდევრების კრიტიკის ობიექტი იყო.
ამათ, ორივეს საპირისპიროდ, არსებობს ავსტრიული ეკონომიკური სკოლა, რომელიც არასოდეს წასულა კომპრომისზე და ყოველთვის ამტკიცებდა, რომ მარქსიზმი არა მარტო ცრუ მეცნიერება იყო, არამედ კაცობრიობის „კიბოც“. მისი მიმდევრები, საყოველთაოდ ცნობილი და აღიარებული ეკონომისტები, კარლ მენგერი, ბომ–ბავერკი, ვიზერი (მე-19 საუკუნის ბოლო, მე-20-საუკუნის დასაწყისი), მიზესი, ჰაიეკი, ჰაბერლერი, როთბარდი და სხვები (მე-20 საუკუნე), მეცნიერულად ასაბუთებდნენ, რომ სოციალიზმი შეუძლებელია და რომ ნებისმიერი კოლექტივიზმი ტოტალიტარიზმის დასაწყისია, რომ ფასი მხოლოდ სუბიექტური განსჯის საკითხია და არანაირი ფორმულით არ შეიძლება დაითვალო, და ა.შ.
Remove ads
ეკონომიკის დარგები
ეკონომიკური მეცნიერების ორი უმთავრესი დარგია მიკროეკონომიკა და მაკროეკონომიკა:
- მიკროეკონომიკა (ბერძნულად Micros - მცირე) - შეისწავლის დარგების, საწარმოების, საოჯახო მეურნეობების და სხვა ეკონომიკური ერთეულების ქცევას, აგრეთვე მათ ურთიერთგავლენას ბაზარზე, რის შედეგადაც ყალიბდება ფასები კონკრეტულ საქონელსა და მომსახურებაზე.
- მაკროეკონომიკა (ბერძნულად Macros - დიდი) - შეისწავლის ეკონომიკას, როგორც ეკონომიკური აგენტებისაგან შედგენილ ერთიან, მთლიან ორგანიზმს და მისი გავლენის კანონზომიერებებს:
- ფასებისა და უმუშევრობის დონის საერთო კრებსით სიდიდეებზე;
- საერთო მოხმარებასა და ინვესტიციებზე;
- საერთო მოთხოვნილებასა და წინადადებებზე;
- წარმოების მოცულობის ცვლილებებზე;
- ეკონომიკურ ზრდაზე.
მაკროეკონომიკა ოპერირებს აგრეგირებული მაკროეკონომიკური მაჩვენებლებით. მისი განვითარება დაკავშირებულია კეინსის სახელთან (1920 წელი). მისი სისტემატიზაცია მოხდა 1930 წელს კეინსისა და სხვა მოაზროვნეების მიერ.
ეკონომიკურ მეცნიერებათა სისტემა მრავალ სხვა დარგს მოიცავს, ესენია:
- განვითარების ეკონომიკა
- ეკონომიკური გეოგრაფია
- ეკონომეტრიკა
- საერთაშორისო ეკონომიკა
- საინფორმაციო ეკონომიკა
- სამხედრო ეკონომიკა
- საფინანსო ეკონომიკა
- საქალაქო ეკონომიკა
- შრომის ეკონომიკა
Remove ads
ეკონომიკური ცნებები და ტერმინები
გეგმიური ეკონომიკა - ეკონომიკური სისტემა – ეკონომიკური ფორმაცია - ეკონომიკური ზრდა - მოთხოვნა და მიწოდება - მონეტარული პოლიტიკა - მოხმარების თეორია -პოლიტიკური ეკონომია – საბაზრო ეკონომიკა – საერთაშორისო ვაჭრობა - სოციალური საბაზრო ეკონომიკა - ფინანსები - ფისკალური პოლიტიკა
ეკონომიკური სკოლები და მიმდინარეობები
- ავსტრიული სკოლა
- ინსტიტუციონალისტები
- ისტორიული ეკონომიკური სკოლა
- კეინესის ეკონომიკა
- კლასიკური ეკონომიკური სკოლა
- ლუიზიანის სკოლა
- მარქსისტული ეკონომიკა
- მერკანტილიზმი
- მწვანე ეკონომისტები
- ნეოკლასიკური ეკონომიკური სკოლა
- სტოკჰოლმის სკოლა
- სოციალისტური ეკონომიკა
- ჩიკაგოს სკოლა
- ფიზიოკრატები
- ფეიბურგის სკოლა
რესურსები ინტერნეტში
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads