ერკეთი

From Wikipedia, the free encyclopedia

Remove ads

ერკეთიჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლების ზემო ერკეთისა და ქვემო ერკეთის ძველი სახელწოდება. ამჟამად ერკეთი წარმოადგენს თემს, რომელშიც გაერთიანებულია სოფლები: ქვემო ერკეთი, ზემო ერკეთი, შუბანი, ქვემო ონჭიქეთი და ზემო ონჭიქეთი.

ისტორია

ტოპონიმ ერკეთის წარმომავლობა ერთი ვერსიით უკავშირდება საგეოგრაფიო სახელ „ერგეს“: ერგე > ერკე > ერკეთი. სახელი ერგე ჯერ კიდევ გვხვდება XVIII საუკუნის დამდეგამდე:

ვიკიციტატა
„გურიელსა ეპყრა რიონს გაღმართი, საჯავახო, იმას აქათი გამოსწურივ ღომისციხეს გადმოღმართი ერგე, აჭარა და ჭანეთი რიკის პალოს აქეთი“

. ადრე ანტიკურ ხანაში (ძვ. წ. VI-V სს) ერგეს ეკონომიკურ ცენტრად ბუკისციხის ანტიკური პერიოდის, გალავნიანი ქალაქი უნდა ჩაითვალოს.[1]

სოფელი ერკეთი იხსენიება 1839 წელს. ერკეთის სასოფლო საზოგადოება ოზურგეთის მაზრაში შეიქმნა XIX საუკუნის შუაში. მასში შედიოდა 14 სოფელი: ერკეთი, ნაბეღლავი, ონჭიქეთი, საყვავისტყე, ციხე, შუბანი, იანეული, ხევი, ქვაბღა, ბჟოლიეთი, ბუქსიეთი, თავპანტა, ბუკისციხე, გაგამერია. სოფელში გავრცელებული იყო არყის წარმოება, მეფუტკრეობა, მეთამბაქოეობა, მეაბრეშუმეობა.[2] 1880-იან წლებში ერკეთში 8-15 ნოემბერს იმართებოდა ბაზრობა. 1893 წელს სოფელში დაიბადა პლატონ კეშელავა.

Remove ads

მოსახლეობა

მეტი ინფორმაცია აღწერის წელი, მოსახლეობა ...

გალერეა

ლიტერატურა

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads