ვასილ კვაჭანტირაძე

From Wikipedia, the free encyclopedia

ვასილ კვაჭანტირაძე
Remove ads

ვასილ შალვას ძე კვაჭანტირაძე (დ. 15 იანვარი, 1909, (სხვა მონაცემებით 26 ივლისი, 1907), კონჭკათი — გ. 9 თებერვალი, 1950) — ქართველი სნაიპერი. ბალტიისპირეთის 1-ლი ფრონტის 43 არმიის 179-ე მსროლელი დივიზიის 259 მსროლელთა პოლკის სნაიპერი,ზემდეგი. საბჭოთა კავშირის გმირი (4 აპრილი, 1945). მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთი გამორჩეული სნაიპერი.

სწრაფი ფაქტები ვასილ შალვას ძე კვაჭანტირაძე, ეროვნება ...
Remove ads

ბიოგრაფია

დაიბადა სოფელ კონჭკათში ღარიბი გლეხის ოჯახში. 1918 წელს მისი მშობლები საცხოვრებლად გადავიდნენ გურიანთაში. გურიანთაში მან მიიღო დაწყებითი ოთხწლიანი განათლება. 1939 წლიდან იყო კომუნისტური პარტიის წევრი.

1941 წლიდან მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. მონაწილეობდა სტალინგრადის, კალინინის, ყირიმის ბრძოლებში. განსაკუთრებით გამოჩინა თავი 1944 წელის ზაფხულში ბელორუსიაში ვიტებსკის ოლქის გათავისუფლებისას. 23-27 ივნისს მოწინააღმდეგის თავდაცვის გარღვევისას, სოფელ შუმილინოს მიდამოებში და ვიტებსკის გერმანული დაჯგუფების ლიკვიდაციისას გაანადგურა 44 მოწინააღმდეგე. 1945 წლის 24 მარტის სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით, ვასილ კვაჭანტირაძეს გამოჩენილი გმირობისთვის მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება ლენინის ორდენის გადაცემით და მედლით „ოქროს ვარსკვლავი“(№6377). სულ კვაჭანტირაძის ანგარიშზე 542 განადგურებული მოწინააღმდეგეა. ასეთ შედეგს მხოლოდ ერთეულებმა მიაღწიეს მეორე მსოფლიო ომის დროს. სხვა ცნობილ სნაიპერთაგან ვასილი ზაიცევს 242 მოწინააგმდეგე ჰყავს განადგურებული, ივან კულბერტინოვს 489, ივან სიდორენკოს 500 და ეს საუკეთესო მაჩვენებლებია წითელი არმიის რიგებში.

კვაჭანტირაძე ომის შემდეგ, 1946 წლის იანვრიდან მუშაობდა კოლმეურნეობის თავმჯდომარედ მშობლიურ სოფელში, გურიანთაში. გარდაიცვალა 1950 წლის 9 თებერვალს.

Remove ads

ჯილდოები

ლიტერატურა

  • „Подвиги Героев Советского Союза“ გვ. 50 — 53 — მოსკოვი, 1981
  • ვასილ შალვას ძე კვაჭანტირაძე, გაზეთი „ლენინის დროშა“, N10 გვ. 1 — 1947 წელი.
  • ავტორთა კოლექტივი. აკადემიკოს ნ. ბერძენიშვილის საერთო რედაქციით. მათ ასახელეს საბჭოთა სამშობლო (საბჭოთა კავშირის გმირები საქართველოდან). / საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია. ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტი. გამომცემლობა ”საბჭოთა საქართველო” თბილისი — 1964
  • Цкитишвили К. В., Чинчилакашвили Т. Г. Герои Советского Союза из Грузии. Тб, 1981

რესურსები ინტერნეტში

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads