ვიტ ჯორჯია (საფეხბურთო კლუბი)

From Wikipedia, the free encyclopedia

ვიტ ჯორჯია (საფეხბურთო კლუბი)
Remove ads

საფეხბურთო კლუბი ვიტ ჯორჯია — ქართული საფეხბურთო კლუბი თბილისიდან. დაარსდა 1997 წლის ბოლოს, ორჯერ 2003–2004 და 2008–2009 წლების სეზონებზე გახდა საქართველოს ჩემპიონი. 2009 წელს სუპერთასის, ხოლო 2010 წელს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გამარჯვებული.

სწრაფი ფაქტები სრული სახელი, მეტსახელი ...

კლუბის სპონსორია შპს ვიტ ჯორჯია, რომელიც ცხოველების საკვების, ვეტერინარული წამლების და პრეპარატების იმპორტით არის დაკავებული, ამის გამო კლუბის მეტსახელი „ვეტერინარებია“, ხოლო თავად კლუბის აბრევიატურა კი იშლება როგორც მსოფლიო ინოვაციური ტექნოლოგიები (WIT – World Innovation Technologies).

Nobless oblige — ეს ცნობილი, ძველი ფრანგული გამოთქმა არის „ვიტ ჯორჯიას“ სლოგანი, რაც ასე ითარგმნება: „ღირსება გვავალდებულებს“. სწორედ ეს სლოგანია გამოტანილი კლუბის ლოგოზეც.

კლუბის ტრადიციული ფერებია მწვანე და თეთრი, ხოლო მესამე ფერი შავი.

Remove ads

ისტორია

თბილისური საფეხბურთო კლუბი დაარსდა 1997 წლის ბოლოს ქართველი ბიზნესმენის, მეცნიერის და დოქტორის გურამ რუხაძის მიერ. ვიტ ჯორჯიამ 1997–1998 წლების სეზონის შუა წელში უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე „მორკინალი“ ჩაანაცვლა.

ელიტაში მოხვედრის შემდეგ, გუნდმა მცირე ფინანსური კრიზისი განიცადა, რამაც ვიტელებს ცხრილის ათეულში მოხვედრის საშუალება არ მისცა — სადებიუტო სეზონში, 16 გუნდიან ჩემპიონატში მეათე ადგილზე გავიდა, ორი წლის შემდეგ კი ვერცხლის მედალი მოიპოვა, რის შედეგადაც უეფას თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე იერუსალიმის ბეითარს შეხვდა, შინ შეხვედრა 0-3 დათმო, ხოლო იერუსალიმში ფრედ 1-1 დასრულდა, ვიტელთაგან პირველი ევროპული გოლი ლევან მელქაძემ გაიტანა შეხვედრის 66’ წუთზე. ამის შემდეგ ვიტ ჯორჯია სისტემატიურად გადიოდა ევროტურნირებზე.

2003–2004 წლების სეზონზე მერაბ კოჭლაშვილის ხელმძღვანელობით ვიტ ჯორჯიამ პირველი ჩემპიონობა მოიპოვა — გადამწყვეტ ოქროს მატჩში ბოლონისის სიონს სძლია, ანგარიშით 2:0 — გოლები რევაზ გოცირიძემ და ვლადიმერ გოჩაშვილმა გაიტანეს რის შემდეგაც ვიტ ჯორჯია პირველად ჩაერთო ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, სადაც ფარერის კუნძულების პრემიერ ლიგის გამარჯვებულ თორშჰაუნის ჰავნარ ბოლტფელაგს დაუპირისპირდა, ორი მატჩის ჯამში ვეტერინარებმა 5:3 მოიგეს. შემდეგ ეტაპზე კრაკოვის ვისუას შეხვდა სადაც ორი მატჩის ჯამში 2:11 დამარცხდა.

2007–2008 წლების სეზონზე ვიტ ჯორჯია ნესტორ მუმლაძის თავკაცობით მეორე ადგილზე გავიდა, უეფას თასის პირველ ეტაპზე გასვლაზე 2:2, ხოლო შინ 1:0 ანგარიშებით სლოვაკური სპარტაკ ტრანვას ბარიერი დაძლია, მეორე ეტაპზე ვიტელები ვენის აუსტრიას დაუპირისპირდნენ, მაგრამ იმ დროს საქართველოში განვითარებული აგვისტოს მოვლენების გამო მხოლოდ ერთი მატჩი ჩატარდა – ავსტრიაში, სადაც გამარჯვება მასპინძლებმა იზეიმეს, ანგარიშით 2:0

უმაღლესი ლიგის 2008–2009 წლების სეზონში ვიტ ჯორჯიამ მეორედ მოიპოვა საქართველოს ჩემპიონის ტიტული.თუმცა ჩემპიონთა ლიგის მეორე ეტაპზე, ანუ საიდანაც დაიწყო კლუბმა გამოსვლა, ორი მატჩის ჯამში სლოვენიურ მარიბორთან დამარცხდა, ანგარიშით 1:3

2009 წლის 17 დეკემბერს ვიტ ჯორჯიამ სუპერთასის მატჩში დინამო თბილისი დაამარცხა. მალევე 2010 წელს დავით ყიფიანის სახელობის თასი მოიპოვა, მეტოქე მაშინაც თანაქალაქელი დინამო იყო.

2014–2015 წლების სეზონის ბოლოს ვიტ ჯორჯიამ დატოვა უმაღლესი ლიგა, შემდეგ სეზონზე პირველ ლიგაში მეორე ადგილი დაიკავა, თუმცა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით ვიტ ჯორჯიას არ მიეცა უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება, შემდეგი სეზონი კი გარდამავლი სისტემით ჩატარდა, რის გამოც კვლავ ვერ მოხერხდა მთავარ ლიგაში დაბრუნება.

2018 წლის სეზონში ვიტ ჯორჯია დაბრუნდა აწ უკვე სახელ შეცვლილ ეროვნულ ლიგაში, ამ დროს გუნდს ლაშა ფირცხალაიშვილი ხელმძღვანელობდა.

2019 წლის სეზონზე ვიტ ჯორჯია ბოლო მეათე ადგილზე გავიდა, რის გამოც მეორედ მოუწია საფეხბურთო ელიტის დატოვება, შემდეგ სეზონში კი პლეი-ოფის მატჩის შედეგად მეორე დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა.

Remove ads

სტადიონი

პირველ წლებში ვიტ ჯორჯია მცხეთაში, „არმაზის“ სტადიონზე თამაშობდა. 2003–2004 წლების საჩემპიონო სეზონი თბილისში, ნავთლუღში მდებარე „შევარდენის“ სტადიონზე გაატარა, ამის შემდეგ ვიტ ჯორჯია დაუბრუნდა მცხეთას ვიდრე 2008–2009 წლების სეზონის დაწყების წინ არ მოუწია გორის თენგიზ ბურჯანიძის სტადიონზე გადაბარგება. შემდგომ 2009–2010 წლების სეზონის მეორე ნახევარში ვიტ ჯორჯია რუსთავის „ფოლადის“ სტადიონზე იღებდა მეტოქეებს, 2010–2011 წლის სეზონების ბოლო მატჩებს თბილისში თემქაზე მდებარე „შატილის“ სტადიონზე მართავდა საშინაო თამაშებს, ხოლო შემდეგი სეზონიდან კვლავ დაბრუნდა მცხეთაში, სახელშეცვლილ „მცხეთა პარკზე“, სადაც უეფას პროგრამა ჰეთთრიკის ფარგლებში ხელოვნური საფარი დაიგო. განახლებულ სტადიონზე ვიტ ჯორჯიამ გორის დილა მიიღო და დრამატულ შეხვედრაში გაიმარჯვა ანგარიშით 4:3. ვიტ ჯორჯიამ „მცხეთა პარკზე“ 7 წელი გაატარა, ხოლო 2019 წლის სეზონს საშინაო არენა ვაკეში მდებარე მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო არენა იყო. გუნდი 2020 წლის სეზონზე საშინაო მატჩებს დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე მართავდა, ხოლო მეორე გუნდი — "მცხეთა პარკზე".

Remove ads

ტიტულები

ეკიპირება

Thumb

ვიტ ჯორჯიას 2004 წლიდან მოყოლებული მოსავდა გერმანული UHLSPORT

2016 წლიდან იტალიური Erreà

შემადგენლობა 2021

შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.

მეტი ინფორმაცია №, პოზიცია ...
Remove ads

ევროთასები

მეტი ინფორმაცია სეზონი, ტურნირი ...
Remove ads

ვიტ ჯორჯიას ბომბარდირები

წელი ფეხბურთელი ქვეყანა გოლები
2014-15 ვანო კურდღელაშვილისაქართველოს დროშასაქართველო5
2013-14 გიორგი კორიფაძესაქართველოს დროშასაქართველო8
2012-13 ბესიკ ჩიმაკაძესაქართველოს დროშასაქართველო5
2011-12 ბესიკ ჩიმაკაძესაქართველოს დროშასაქართველო7
2010-11 გიგა ბეჭვაიასაქართველოს დროშასაქართველო7
2009-10 ვახტანგ კვარაცხელიასაქართველოს დროშასაქართველო12
2008-09 ვახტანგ კვარაცხელიასაქართველოს დროშასაქართველო11
2007-08 ნიკოლოზ გელაშვილისაქართველოს დროშასაქართველო7
2006-07 ზაზა სახოკიასაქართველოს დროშასაქართველო ?
2005-06 ოთარ მარცვალაძესაქართველოს დროშასაქართველო14
Remove ads

ვიტ ჯორჯიას მწვრთნელები

მეტი ინფორმაცია პერიოდი, მწვრთნელი ...
Remove ads

ცნობილი ფეხბურთელები

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads