ვლადიმერ სუკაჩოვი

რუსი ბოტანიკოსი და გეოგრაფი From Wikipedia, the free encyclopedia

ვლადიმერ სუკაჩოვი
Remove ads

ვლადიმერ ნიკოლოზის ძე სუკაჩოვი (რუს. Сукачёв, Владимир Николаевич; დ. 7 ივნისი [ ძვ. სტ. 26 მაისი] 1880, სოფ. ალექსანდროვკა, ხარკოვის გუბერნია — გ. 9 თებერვალი, 1967, მოსკოვი) — რუსი ბოტანიკოსი და გეოგრაფი. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1943). სოციალისტური შრომის გმირი (1965). მეცნიერებაში დაამკვიდრა ცნება „ბიოგეოცენოზი“ (1942).

სწრაფი ფაქტები ვლადიმერ სუკაჩოვი, დაბ. თარიღი ...
Remove ads

ბიოგრაფია

1944–1959 წლებში სსრკ მეცნიერებათა აკადემიის სატყეო ინსტიტუტის დირექტორი, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ტყეთმცოდნეობის ლაბორატორიის (1959) და ბოტანიკის ინსტიტუტთან არსებული ბიოგეოცენოლოგიის ლაბორატორიის (1965) ხელმძღვანელი.

სუკაჩოვი ბიოგეოცენოლოგიის ფუძემდებელია. იგი შეისწავლიდა ფიტოცენოზებს, მათ სტრუქტურას, კლასიფიკაციას, დინამიკას, გარემოსთან ურთიერთკავშირს. მისი ფიტოცენოლოგიური გამოკვლევები მჭიდროდ არის დაკავშირებული დენდროლოგიასა და მდელოთმცოდნეობასთან, პალეობოტანიკასა და სტრატიგრაფიასთან. სუკაჩოვის ნაშრომები ჭაობმცოდნეობის, დენდროლოგიის, გეობოტანიკის, მერქნიან მცენარეთა სისტემატიკისა და ბუნებრივი გადარჩევის ფორმების ექსპერიმენტული შესწავლის შესახებ ფართოდ იყო დანერგილი პრაქტიკაში.

სუკაჩოვი იყო ბუნების მკვლევართა საზოგადოების (1955-1967) და საკავშირო ბოტანიკის საზოგადოების (1946 წლიდან) პრეზიდენტი, პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1959), ჩეხოსლოვაკიის მიწათმოქმედების აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1927). დაჯილდოებულია 3 ლენინის ორდენით, 2 სხვა ორდენითა და მედლებით. მიღებული აქვს ნიკოლოზ პრჟევალსკის, სემიონოვ ტიან-შანსკისა და დოკუჩაევის სახელობის ოქროს მედლები.

Remove ads

თხზულება

  • Избр. труды, т. 1—3, Л., 1975.

ლიტერატურა

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads