ვოს კანტონი
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
ვო (ფრანგ. Vaud) — კანტონი შვეიცარიაში. მდებარეობს რომანდიაში — ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ფრანგულენოვან ნაწილში. დედაქალაქია ლოზანა.
Remove ads
გეოგრაფია
კანტონი გადაჭიმულია ნევშატელის ტბიდან ჟენევის ტბამდე. დასავლეთით ერტყმის იურის მთები. მთლიანი ფართობი 3 212 კმ²-ს შეადგენს.
ბერნის კანტონთან ერთად, ვო შვეიცარიის იმ ორ კანტონს შორისაა, რომლებიც გადაჭიმულია იურის მთებიდან ალპებამდე და მოიცავს სამ განსხვავებულ გეოგრაფიულ რეგიონს. სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი მთიანია, განთავსებულია ბერნის ალპების ჩრდილოეთით.
კანტონის ცენტრალური ნაწილი კონტრასტულია, შედგება მორენებისა და ბორცვებისგან. ტბების გასწვრივ განფენილია ვაკეები.
Remove ads
ისტორია
სახელი მომდინარეობს ფრანგული Pays Vaudois-სგან, ასევე უწოდებდნენ ტყიან ქვეყანას. ეს სახელწოდებები VII საუკუნიდან გვხვდება.
1265 წელს ვო სავოიის საჰერცოგომ დაიპყრო. 1536 წელს მომავალ ბერნის კანტონს გადაეცა. კანტონად 1803 წელს ჩამოყალიბდა და ამის შემდეგ, მისი მთავრობის რეზიდენცია ლოზანის სენ-მერის ციხესიმაგრეშია განთავსებული.
დემოგრაფია
მოსახლეობა ფრანგულენოვანია და ისტორიულად პროტესტანტი (კალვინიზმი), რაც რეფორმაციის ადრეული წლებიდან მომდინარეობს. თუმცა, ბოლო წლებში, სამხრეთ ევროპიდან მიგრაციის შედეგად, ეს მდგომარეობა მეტნაკლებად შეიცვალა. 2000 წელს, მოსახლეობის 40% პროტესტანტი იყო, 34% კი კათოლიკე.[1]
ეკონომიკა
კანტონის მთავარი ქალაქია დედაქალაქი ლოზანა. მის გარშემო კონცენტრირებულია მსუბუქი ინდუსტრია. 1998 წელს, დასაქმებულთა 71,7% მესამეულ სექტორში მუშაობდა, 20,8% კი მეორეულში.
ვოს კანტონი ღვინის მეორე უდიდესი მწარმოებელია შვეიცარიაში. ძირითადად აწარმოებენ თეთრ ღვინოს. ვენახების უდიდესი ნაწილი გაშენებულია ჟენევის ტბის ფერდობებზე, რომლებიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შესული „ლავოს ვენახების ტერასების“ სახელით.
Remove ads
გალერეა
- რომაულის სვეტები ნიონში
- ჟუს ხეობა, იურა
- ლავოს ვენახების ტერასები ჟენევის ტბის ნაპირზე
რესურსები ინტერნეტში
- ოფიციალური საიტი (ფრანგული)
- ტურიზმი
- ოფიციალური სტატსიტიკა (SCRIS) დაარქივებული 2011-02-24 საიტზე Wayback Machine.
- ოფიციალური სტატსიტიკა
- Vaud Directory დაარქივებული 2012-08-03 საიტზე Wayback Machine. (ფრანგული)
- The canton of Vaud in 2010 დაარქივებული 2012-03-05 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads