ზაქათკარი
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
ზაქათკარი — სოფელი საქართველოში (მცხეთა-მთიანეთის მხარე), დუშეთის მუნიციპალიტეტში (ქვეშეთის ადმინისტრაციული ერთეული).[1]
მდებარეობს მდ. მთიულეთის არაგვის ხეობაში, კაიშაურის პლატოზე (დიდველზე), ზღვის დონიდან 1650 მ-ის სიმაღლეზე. ქალაქ დუშეთიდან დაშორებულია 70 კილომეტრით.
Remove ads
ისტორია
სოფლის სახელწოდება იქ მცხოვრებ ზაქაიძეთა გვარიდან მომდინარეობს. ზაქაიძე ყოფილა ხადის ერთ-ერთი ციხისთავი. ხადის ციხისთავები იხსენიებიან XIV საუკუნის ძეგლში — „ძეგლის დადებაში მეფეთ მეფისა გიორგის მიერ“. სოფელი ზაქათკარი იხსენიება არაგვის საერისთავოს 1781 წლის აღწერაში.
ზაქათკარის მიდამოებში შემორჩენილია ფეოდალური ხანის ციხესიმაგრის კომპლექსი, რომელსაც „ციხისთავიანთს“ უწოდებენ. სოფლის განაპირას, გალავნით შემოზღუდულ სასაფლაოს ტერიტორიაზე, დგას შუა საუკუნეების პატარა სამლოცველო, სამრეკლო და უზარმაზარი ლოდებით ნაშენი ზურგიანი კოშკის ნანგრევები. სოფლის მახლობლად, მთის თხემზე დგას განვითარებული შუა საუკუნეების ჯაღმიანთ ეკლესია.
Remove ads
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 57 ადამიანი.
ლიტერატურა
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014.
- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 248-249.
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads