თაგილონი
სოფელი საქართველოში From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
თაგილონი — სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გალის მუნიციპალიტეტში.[1]თემის ცენტრი (თაგილონი, სალხინო). მდებარეობს სამურზაყანოს დაბლობზე, მდინარე ენგურის მარჯვენა ნაპირას, ზღვის დონიდან 60 მ. გალიდან 16 კმ. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეჩაიეობა.
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
Remove ads
ისტორია
სახელწოდება თაგილონი მომდინარეობს მეგრულიდან. გადმოცემით, ერთხელ ამ სოფელში მომხდარა უბედურება: სახლისკენ მიმავალ კაცს გზად ხიდი ჩატყდომია და მდინარეს გაუტაცია. ადგილობრივ მცხოვრებლებს უთქვამთ: თაქ გინოლ (მეგრული) „აქ გაიარაო“. დროთა განმავლობაში ნათქვამმა თაქ გინოლ მიიღო ფორმა თაგილონი და დაერქვა სოფელს.
დემოგრაფია
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 419.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 558.
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads