თათელისმაღალი
მთა საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე, მცხეთა-მთიანეთის მხარეში და ინგუშეთში From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
თათელისმაღალი — მწვერვალი საქართველო რუსეთის (ინგუშეთი) საზღვარზე, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონზე, მდინარეების არმხისა და ასის წყალგამყოფ კიდეგანის ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 3755 მ. თათელისმაღალი აგებულია ლიასური თიხაფიქლებითა და წვრილმარცვლოვანი ქვიშაქვებით. კალთები დაღარულია ღრმა ხევებით. მთის ძირში მყინვარებიდან გამოდის მდინარეები არმხი და არხოტისწყალი. მთის კალთები შემოსილია სუსტად განვითარებული ნიადაგ-მცენარეული საფრით.
Remove ads
ლიტერატურა
- ჩანგაშვილი გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 450.
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads