თბილისის არქიტექტურის სამსახური
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური (შემოკლებით: თბილისის არქიტექტურის სამსახური ან თბილისის არქიტექტურა) – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებში ახორციელებს საჯარო ხელისუფლებას ქ. თბილისის ტერიტორიაზე.[1]
სამსახური, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია მერიისგან, თუმცა მის საქმიანობას კურირებას უწევს ვიცე-მერი. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც საკრებულოს თანხმობით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქ. თბილისის მთავრობა.[1] არქიტექტურის სამსახურს ამჟამად ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი - ნინო ღოღობერიძე[2].
სამსახურის ძირითადი ფუნქციებია ქ. თბილისის ადმინისტრაციული საზღვრებით დადგენილ ტერიტორიაზე არქიტექტურულ-ქალაქთმშენებლობითი პროცესების მართვა.[1]
Remove ads
ისტორია
თავდაპირველად შეიქმნა როგორც ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის ბაზაზე[3], ამ უკანასკნელის ლიკვიდაციის შემდეგ, 2008 წლის 22 დეკემბრის ქ. თბილისის მთავრობის №24.16.832 დადგენილების საფუძველზე, რომელიც ძალაში შევიდა 31 დეკემბერს[4][5]. სამსახურის შექმნის მიზანი იყო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და მშენებლობის ნებართვების გაცემის გამარტივება.[6]
2014 წელს, საქართველოში განხორციელებული თვითმმართველობის რეფორმის შემდეგ, სამსახურში განხორციელდა რეორგანიზაცია (შეიცვალა წესდება, სტრუქტურა) და სამსახური, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, ჩამოყალიბდა როგორც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური.[7]
მორიგი რეფორმა განხორციელდა 2018 წლის დასაწყისში, რაც დაკავშირებული იყო არქიტექტურის სამსახურისგან ყოფილი ურბანული დაგეგმარების დეპატამენტის განყოფილებების მისგან გამოცალკევებასა და ცალკე მერიის სტრუქტურაში ცალკე საქალაქო სამსახურის სახით ჩამოყალიბებასთან.[1]
Remove ads
სტრუქტურა
სამსახური თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს სტრუქტურული ერთეულების – განყოფილებების მეშვეობით, რომელთაც ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, ხოლო კურირებას უწევენ სამსახურის უფროსის მოადგილეები. ამჟამად სამსახურის განყოფილებებია:
- I და II კლასის შენობა-ნაგებობების სანებართვო განყოფილება;
- III და IV კლასის შენობა-ნაგებობების სანებართვო განყოფილება;
- ძველი თბილისის სანებართვო განყოფილება;
- საპროექტო განყოფილება;
- საინჟინრო განყოფილება;
- იურიდიული განყოფილება;
- საქმისწარმოების განყოფილება;
- სტრატეგიული დაგეგმვის, მონიტორინგის და შეფასების განყოფილება.
სამსახურს ასევე ჰყავს: ბუღალტერი (ბუღალტრები), თანაშემწე(ები), რომელიც უშუალოდ ექვემდებარება/იან სამსახურის უფროსს.[1]
2018 წლამდე

2018 წლამდე, სამსახური თავის უფლებამოსილებებს ასევე სტრუქტურული ერთეულების – განყოფილებების მეშვეობით ახორციელებდა, რომელთაც ხელმძღვანელობდნენ განყოფილების უფროსები, ხოლო კურირებას უწევენ სამსახურის უფროსის მოადგილეები. სამსახურის განყოფილებები იყო:[7]
- სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების მომზადების განყოფილება;
- მიწის ნაკვეთის საზღვრების მომზადების განყოფილება;
- გენერალური გეგმის მართვის განყოფილება;
- ძველი თბილისის სანებართვო განყოფილება;
- I და II კლასის შენობა-ნაგებობების სანებართვო განყოფილება;
- III და IV კლასის შენობა-ნაგებობების სანებართვო განყოფილება;
- საპროექტო განყოფილება;
- სამართლებრივი აქტების მომზადების განყოფილება;
- სასამართლოსთან ურთიერთობის განყოფილება;
- ლეგალიზების განყოფილება;
- კანცელარიისა და საკონსულტაციო განყოფილება;
- მონაცემთა ბაზების მართვის განყოფილება;
- საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება.
განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე ცალკე იყო შექმნილი ურბანული მართვისა და განვითარების ჯგუფი, რომლის ძირითდი მიზანიც არის:
- ქალაქმშენებლობითი პოლიტიკის შემუშავება და კოორდინაცია;
- ქალაქმშენებლობითი პროცესების მონიტორინგი და ქალაქგეგმარებითი პროექტების რეგლამენტაცია;
- მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მართვის მონიტორინგი, მისი ანალიზის უზრუნველყოფა და განხორციელების მექანიზმების შემუშავება
2014 წლამდე
სამსახური თავის უფლებამოსილებებს ახორციელებდა სტრუქტურული ქვედანაყოფების - დეპარტამენტების მეშვეობით. არქიტექტურის სამსახური შედგებოდა 4 დეპარტამენტისგან[4], რომლებიც ასევე იყოფოდნენ განყოფილებებად:
- ურბანული დაგეგმარების დეპატამენტი:
- მიწის ნაკვეთების გამოყენების პირობების განყოფილება;
- მონიტორინგის განყოფილება[8];
- საინვესტიციო განყოფილება;
- მიწის ნაკვეთის საზღვრების მომზადების განყოფილება;
- გენერალური გეგმის მართვისა და ქალაქგეგმარების განყოფილება.
- სანებართვო დეპარტამენტი[8]:
- ძველი თბილისის სანებართვო განყოფილება;
- I და II კლასის შენობა-ნაგებობის სანებართვო განყოფილება;
- III და IV კლასის შენობა-ნაგებობის სანებართვო განყოფილება.
- ინფორმაციული უზრუნვეყოფის დეპარტამენტი:
- საზოგადოებასთა ურთიერთობის განყოფილება;
- მონაცემთა ბაზების მართვის განყოფილება.
- ადმინისტრაციული დეპარტამენტი:
- სასამართლოსთან და ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის განყოფილება;
- სამართლებრივი აქტების მომზადების და მატერიალური უზრუნველყოფის განყოფილება;
- ლეგალიზების განყოფილება.
ყველა დეპარტამენტს ჰყავდა თავისი ხელმძღვანელი - დეპარტამენტის უფროსი, ხოლო განყოფილებას - განყოფილების უფროსი.

Remove ads
ფუნქციები
თბილისის არქიტექტურის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია ქ. თბილისის ადმინისტრაციული საზღვრებით დადგენილ ტერიტორიაზე არქიტექტურულ-ქალაქთმშენებლობითი პროცესების მართვა, კერძოდ:
- დადგენილი წესით სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების დადგენა;
- არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება;
- მშენებლობის ნებართვის გაცემა და კანონმდებლობით დადგენილი წესით მათში ცვლილებების შეტანა;
- ქალაქის მიწათსარგებლობის გეგმის განხორციელების კოორდინაცია;
- მშენებლობისა და კეთილმოწყობის რეგულირება;
- მიწათსარგებლობის გეგმის შედგენა;
- იმ ახლად ასაშენებელ და სარეკონსტრუქციო ობიექტების დაპროექტების, ესკიზური, ვარიანტული და საკონკურსო დამუშავების განსაზღვრა, რომელსაც გააჩნია განსაკუთრებული არქიტექტურული და ქალაქთმშენებლობითი მნიშვნელობა;
- 2007 წლის 1 იანვრამდე უკანონოდ ან პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მისი ნაწილების ლეგალიზება;
- მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისათვის მიწის ნაკვეთის საზღვრების დადგენა და სამსახურის დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლებამოვალეობების განხორციელება.[6]
ფუნქციები 2014 წლამდე დეპაარტამენტების მიხედვით
ურბანული დაგეგმარების დეპარტამენტი
- ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე ქალაქ მშენებლობითი პოლიტიკის შემუშავებასა და განხორცელებაში მონაწილეობის მიღება;
- ქალაქმშენებლობითი პარამეტრების დადგენა. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა.
- მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისთვის მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენა;
- ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების საკითხთა კომისიისათვის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტების მომზადება ან/და მომზადებული პროექტების განხილვა;
- განაშენიანების რეგულირების გეგმის შეთანხმება (გრგ).
- სამსახურის დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლებამოვალეობების განხორციელება.[4]
სანებართვო დეპარტამენტი
- უზრუნველყოფს ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის შეთანხმებას;
- სამსახურის გამართული მუშაობის მიზნით უზრუნველყოფს შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადებას;
- ახორციელებს სამსახურის დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ უფლებამოვალეობებს.[4]
ინფორმაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტი
- ახორციელებს ცენტრალიზებული ბაზის მართვას;
- უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებას სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე;
- უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას;
კონსულტაციის ტიპები:
- ადგილზე მუშაობს საკონსულტაციო ჯგუფი;
- ცხელი ხაზი, რომელიც ტელეფონის საშუალებით დაინტერესებულ პირებს უწევს კონსულტაციას (არქიტექტურის საკითხებთან დაკაშირებით) და აწვდის ინფომრაციას შემოსულ განცხადებებზე წარმოების მიმდინარეობასთან დაკავშირებით.[4]
ადმინისტრაციული დეპარტამენტი
- განიხილავს მოქალაქეთა განცხადებებს;
- სადავო საკითებთან დაკავშირებით ატარებს ადმინისტრაციულ წარმოებებს;
- ამზადებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტების პროექტებს;
- უზრუნველყოფს სამსახურის მატერიალურ უზრუნველყოფას.[4]
Remove ads
ქონება და ფინანსები
სამსახურის საკუთრებაშია სხვადასხვა სახის უძრავ-მოძრავი ქონება, რომელიც მას ქალაქის მთავრობისგან გადაეცა „საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. დაფინანსების წყაროებია: ქალაქის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები, სამსახურის მომსახურებით მიღებული შემოსავლები და სხვადასხვა კრედიტები, თუ გრანტები.[4]
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads