თბილისის მერი

From Wikipedia, the free encyclopedia

Remove ads

თბილისის მერი — ხალხის მიერ არჩეული პოლიტიკოსი, რომელიც 1991 წლიდან საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიშნებოდა. 2006 წლის 12 ოქტომბერს თბილისის მერი თბილისის საკრებულოს მიერ იქნა არჩეული. 2010 წლის 30 მაისს საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები გაიმართა, სადაც საქართველოს ისტორიაში პირველად, თბილისის მერი პირდაპირი წესით იქნა არჩეული.

სწრაფი ფაქტები თბილისის მერი, თანაშემწე ...
Remove ads

კომპეტენციები

ქალაქის მერი პასუხისმგებელია ქალაქის ბიუჯეტსა და სამთავრობო საქმიანობების სტრატეგიულ დაგეგმარებასა და განვითარებაზე მთელი თბილისის მასშტაბით. ქალაქის მერის გეგმები დაწვრილებით განიხილება თბილისის საკრებულოს მიერ. აღნიშნული გეგმების განხორციელება ხდება თბილისის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სამთავრობო ორგანიზაციების მიერ.

თბილისის მერები

მეტი ინფორმაცია №, სურათი ...
Remove ads

თბილისის ყოფილი მმართველები

ტფილისის ამირები

ტფილისის საამიროარაბთა სახალიფოს ვასალური პოლიტიკური ერთეული საქართველოში, არსებობდა 736 - 1122 წლებში. არაბი ამირები თავიდან მთელ აღმოსავლეთ საქართველოს მართავდნენ, მაგრამ ქართველი ხალხის ბრძოლის შედეგად მათი სამფლობელო ნელ-ნელა შემცირდა. IX საუკუნის დასაწყისში საამირო მოიცავდა მხოლოდ ქართლს, ხოლო XI საუკუნიდან — ქალაქ ტფილისს და მის მიმდებარე მიწებს ქვემო ქართლის ტერიტორიაზე. საამირო საკუთარი დამოუკიდებლობისათვის ებრძოდა ქართულ სამეფო-სამთავროებს, ასევე სახალიფოს ცენტრალურ ხელისუფლებას. საამიროს სამი დინასტიის — შუაბიანთა, შაბანიანთა და ჯაფარიანთა წარმომადგენლები მართავდნენ.

მეტი ინფორმაცია ტფილისის ამირები, სახელი ...

1062 წლიდან 1068 წლამდე და ჯაფარიან ამირათა მმართველობის შემდეგ, თბილისის გაერთიანებული საქართველოს სამეფოსთან შეერთებამდე, 1080 წლიდან 1122 წლამდე, თბილისს ქალაქის ბერები განაგებდნენ. ამ პერიოდში, შოთა მესხიას აზრით, ტფილისში საქალაქო კომუნა („ქალაქის საბჭო“) არსებობდა.

1122 წელს დავით აღმაშენებელმა აიღო თბილისი, წერტილი დაუსვა თბილისის საამიროს არსებობას და ქალაქი გაერთიანებული საქართველოს დედაქალაქად აქცია.

ტფილისის მმართველები XII საუკუნიდან 1801 წლამდე

მეტი ინფორმაცია №, ტფილისის ქალაქის თავი ...

ტფილისის ქალაქის თავები რუსეთის იმპერიაში

1 ჰოვანეს (ივან) იზმირიანცი 18401843
2 სტეფან ხატისოვი 18441845
3 მოვსეს ტერ-გრიგორიანცი 18451846
4 ოვანეს სიმონიან შადინიანცი 18471848
5 ტოვმა დავთიან ფრიდონიანცი 18481849
6 ზაქარია სტეფანიან ამირაღიანცი 18501851
7 ოვსეპ აფანასიან მირიმანიანცი 18511852
8 ავეტიკ ასტვაცატრიან (ბოგდანოვიჩ) სვეჩნიკოვი 18531856
9 სოღომონ დავთიან სარაჯევი 18561857
10 ანდრეი დავთიან მანანოვი 18571858
11 ვარდან ასტვაცატრიან არშაკუნი 18581860
12 სოღომონ ზაქარიან აბისოღომიანცი 1860 – 1861
1865 – 1866
13 სოღომონ მირიმანიან მირიმანიანცი 18611862
14 გევორქ (ეგორ) გრიგორიან ფრიდონიანცი 18621864
15 გალუსტ არუთინიან შერმაზან-ვარდანიანცი 18641865
16 ერემია გევორქიან არცრუნი 18661868
17 ნიკოღაიოს ოვანისიან ალადატიანცი 18681869
18 დმიტრი თუმანიანცი 18691870
19 იაზონ დმიტრიან თუმანიანცი 18701874
20 დიმიტრი ყიფიანი 18751879
21 ანტონ სოღომონიან ყორღანიანცი 1879
22 ალექსანდრ სტეფანიან მატინიანცი 18791891
23 ნიკოღაიოს არღუტიან-დოლგორუკიი 18911893
18951896
19031904
24 პოღოს ალექსანდრიან იზმაილიანცი 18931895
25 გევორქ გრიგორიან ევანგულიანცი 18971901
26 ალექსანდრ მიქაელიან არღუტიან-დოლგორუკიი 1902
27 ქროსტოფორ ავაკუმიან ვერმიშიანცი 19041905
28 ვასილ ჩერქეზიშვილი 19071909
29 ალექსანდრე ხატისოვი 1910 – აგვისტო, 1917

რამდენადაც ქალაქის საბჭოს შეძლებული მოსახლეობა ირჩევდა, ხოლო თბილისში ასეთთა შორის უმრავლესობას არაქართველები შეადგენდნენ, თბილისის ქალაქის თავებიც ხშირად არაქართველები იყვნენ რამდენიმე გამონაკლისის გარდა, როგორებიც იყვნენ დიმიტრი ყიფიანი და ვასილ ჩერქეზიშვილი. თბილისი შენდებოდა როგორც კავკასიის ადმინისტრაციის რუსული ცენტრი, ამიტომ თბილისის ხელისუფლებას რუსული იმპერიული პოლიტიკის გატარება ევალებოდა.

თბილისის მმართველები 1917-1921 წლებში

1917 წლის 30 ივლისს ჩატარდა დემოკრატიული არჩევნები, რომელიც პროპორციული სისტემით, საყოველთაო, თანასწორი, ფარული და პირდაპირი კენჭისყრის პრინციპით გაიმართა. ქალაქის თავად სათათბირომ აირჩია ნიკოლოზ ელიავა.

1919 წლის თებერვალში ჩატარდა თბილისის თვითმმართველობის პირველი არჩევნები დამოკიდებელ საქართველოში. ქალაქის თავის თანამდებობას ეწოდა მოურავი. 1919-1921 წლებში ქალაქის მოურავი იყო ბენიამინ ჩხიკვიშვილი.

მეტი ინფორმაცია №, ქალაქის თავი ...

საბჭოთა პერიოდი

1921-1991 წლებში საბჭოთა პერიოდში თბილისის მერის სახელწოდება იყო — თბილისის რევოლუციური კომიტეტისა და საქალაქო საბჭოს აღმასკომის ხელმძღვანელი.

მეტი ინფორმაცია №, ქალაქ თბილისის რევოლუციური კომიტეტისა და საქალაქო საბჭოს აღმასკომის ხელმძღვანელი ...
Remove ads

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads