თურქესტანი

From Wikipedia, the free encyclopedia

თურქესტანი
Remove ads

თურქესტანი (ყაზახ. Түркістан) — ქალაქი ყაზახეთში, თურქესტანის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი. ყაზახეთის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ქალაქი.

სწრაფი ფაქტები ქალაქი, ქვეყანა ...
Remove ads

მოსახლეობა

1897 წლის აღწერის მიხედვით ქალაქში ცხოვრობდა 11 253 კაცი[1] (6037 მამაკაცი და 5216 ქალი).

1897 წელს მშობლიური ენის მიხედვით მოსახლეობა ასე ნაწილდებოდა[1]: უზბეკები — 79,2 %, ყაზახები — 12,5 %, თათრები — 4,5 %, რუსები (ველიკორუსები, მალორუსები და ბელორუსები) — 2,7 %, პოლონელები — 0,4 %, ირანელები — 0,16, სარტები — 0,13 %.

ჩიმქენთის ოლქში, რომელშიც შედის ქალაქი თურქესტანი, 1897 წელს მთლიანობაში ცხოვრობდა 285 059 კაცი, სადაც მშობლიური ენის მიხედვით მოსახლეობა ასე ნაწილდებოდა[2]: ყირგიზ-კაისაკები (ყაზახები) — 78,8 %, სარტები — 11,2 %, უზბეკები — 7,2 %, რუსები (ველიკორუსები, მალორუსები და ბელორუსები) — 2,2 %, თათრები — 0,2 %, ებრაელები — 0,06 %.

1999 წლამდე საზღვრებში აღწერების მიხედვით მოსახლეობის რაოდენობა ასე იცვლებოდა[3]:
1979 წ. — 65 443
1989 წ. — 77 692
1999 წ. — 85 613
თანამედროვე საზღვრებში მოსახლეობის ცვალებადობა ასეთია:[4]:
1999 წ. — 102 505
2009 წ. — 142 899

2009 წლის მონაცემებით აკიმატის ეროვნული შემადგენლობა ასეთია:ყაზახები − 52,5 %, უზბეკები — 45,2 %, რუსები და სხვ. — 2,3 %[5].

Remove ads

ისტორია

დასახლება თანამედროვე ქალაქის ადგილზე აღმოცენდა ახ. წ. 500 წელს. მისი დაარსება განაპირობა სამარყანდის, ბუხარისა და ხივის საქარავნო გზების გზაჯვარედინზე მდებარეობამ. X საუკუნეში მას შავგარი, ხოლო XII საუკუნიდან — იასი ეწოდებოდა. შუა საუკუნეების იასი იყო ქალაქი-ციხესიმაგრე. XII საუკუნეში აქ ცხოვრობდა პოეტი და მოაზროვნე ხოჯა აჰმედ იასავი (1093–1166 წწ.), რომელიც იქვეა დაკრძალული, მისივე სახელობის მავზოლეუმში. 1396-1398 წლებში თემურლენგმა მავზოლეუმთან დაიწყო მეჩეთის მშენებლობა, თუმცა 1405 წელს მისი გარდაცვალების შემდეგ მშენებლობა შეწყდა.

ქალაქი თურქესტანის სახელით მოიხსენიება XV საუკუნიდან. XVI-XVIII საუკუნეებში კი ყაზახეთის სახანოს დედაქალაქი იყო[6].

Remove ads

ღირსშესანიშნაობები

ხოჯა აჰმედ იასავის მავზოლეუმი

ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობააა ხოჯა აჰმედ იასავის მავზოლეუმი, რომელიც აგებულია XV საუკუნეში. მისი მშენებლობა 1389 წელს, თემურლენგის ბრძანებით დაიწყო, რათა ჩაენაცვლებინა XII საუკუნის პოეტის, ხოჯა აჰმედ იასავის (1093–1166) პატარა მავზოლეუმი, მაგრამ 1405 წელს, თემურლენგი გარდაიცვალა და მშენებლობა შეჩერდა.

მიუხედავად მისი დაუსრულებელი სახისა, მავზოლეუმი თემურლენგის ეპოქის არქიტექტურის ერთ-ერთ საუკეთესოდ შემონახულ ნიმუშს წარმოადგენს. მავზოლეუმი დღეს მთელი ცენტრალური აზიიდან უამრავ პილიგრიმს იზიდავს და ყაზახებისთვის ეროვნულ იდენტობასთან ასოცირდება. წარმოადგენს ყაზახეთის დაცულ, ეროვნულ მუზეუმს და 2003 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლს[7].

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads