იან კოლერი

From Wikipedia, the free encyclopedia

იან კოლერი
Remove ads

იან კოლერი (ჩეხ. Jan Koller; დ. 30 მარტი, 1970, პრაღა, ჩეხოსლოვაკია) — ყოფილი ჩეხი ფეხბურთელი. თამაშობდა თავდამსხმელის პოზიციაზე. გამოირჩეოდა სიმაღლით, ძლიერი ფიზიკური შესაძლებლობითა და თაური დარტყმით.

სწრაფი ფაქტები პირადი მონაცემები, დაბადების თარიღი ...

კარიერა დაიწყო ჩეხეთის კლუბ პრაღის „სპარტაში“. შემდეგში გადავიდა ბელგიურ კლუბ „ლოკერენში“, სადაც გახდა ბელგიის პირველი დივიზიონის ბომბარდირი.

1999-2001 წლებში თამაშობდა „ანდერლეხტში“, სადაც გადაეცა ბელგიის ოქროს ბუცი. 2001 წელს შეუერთდა დორტმუნდის „ბორუსიას“, ვისთან ერთადაც მოიგო გერმანიის ბუნდესლიგა და 167 ოფიციალურ მატჩში 73 გოლის გატანა შეძლო. 2006 წელს გადავიდა ფრანგულ კლუბ „მონაკოში“, სადაც დაჰყო ორი წელი. 2008 წელს შეიძინა „ნიურნბერგმა“. 2008–2009 წლებში ასპარეზობდა „კრილია სოვეტოვში“,[3] ხოლო საბოლოოდ, 2011 წელს კაერიერა დაასრულა ფრანგულ კლუბ „კანში“.

მისი დებიუტი ჩეხეთის ეროვნულ ნაკრებში შედგა 1999 წლის 9 თებერვალს, ბელგიის ნაკრების წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში. კოლერი ჩეხეთის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია 91 მატჩში 55 გატანილი გოლით.[2] მას სამჯერ აქვს მიღებული მონაწილეობა ევროპის ჩემპიონატში, ხოლო მსოფლიოს ჩემპიონატში - ერთხელ.

Remove ads

ტიტულები

საკლუბო

სპარტა პრაღა
ანდერლეხტი
ბორუსია დორტმუნდი

ინდივიდუალური

  • ბელგიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი: 1999
  • ჩეხეთის წლის ფეხბურთელი
  • ბელგიის ოქროს ბუცი: 2000

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads