იემენი

From Wikipedia, the free encyclopedia

იემენი
Remove ads

იემენი (არაბ. اليمن, ალ-იამან), ოფიციალურად იემენის რესპუბლიკა (არაბ. الجمهوريّة اليمنية, ალ-ჯუმჰურიიია ალ-იამანიიია) — სახელმწიფო, რომელიც მდებარეობს არაბეთის ნახევარკუნძულის სამხრეთით. არის ახლო აღმოსავლეთის ნაწილი. ესაზღვრება ომანსა და საუდის არაბეთს. ასევე აქვს გასავლელი წითელსა და არაბეთის ზღვებში. კონსტიტუციის მიხედვით იემენის დედაქალაქი სანაა, თუმცა რადგან ის 2015 წლის თებერვლიდან აჯანყებულების კონტროლის ქვეშაა დედაქალაქი დროებით საპორტო ქალაქ ადენშია გადატანილი. იემენის ტერიტორია 200-ზე მეტ კუნძულს მოიცავს, რომელთაგან უდიდესი სოკოტრაა.

სწრაფი ფაქტები იემენის რესპუბლიკაარაბ. الجمهورية اليمنيةიემენი, ოფიციალური ენა ...

იემენი ისტორიული საბის სამეფოს ტერიტორიას წარმოადგენს,[5][6][7] რომელიც ათასწლეულების მანძილზე ვაჭრობის წყალობით ყვაოდა და სავარაუდოდ დღევანდელი ეთიოპიის და ერიტრეის ტერიტორიების ნაწილსაც მოიცავდა. 275 წელს საბის სამეფო მოექცა ებრაული ჰიმიარიტების სამეფოს გავლენის ქვეშ.[8] რეგიონში ქრისტიანობა IV საუკუნეში გავრცელდა, იმ დროისთვის დომინანტი რელიგიები იუდაიზმი და პაგანიზმი იყო. ისლამი სწრაფი ტემპით VII საუკუნიდან გავრცელდა და შემდგომში იემენის ძალები ისლამურ დაპყრობებში აქტიურად მონაწილეობდნენ.[9] IX-XVI საუკუნეებში იემენის მმართველობაში მრავალი დინასტია იცვლებოდა, მათგან ყველაზე ძლიერი რასულიდები იყვნენ. XX საუკუნის დაწაწყისში ქვეყანა ბრიტანეთის და ოსმალეთის იმპერიბს შორის გაიყო. I მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ჩრდილოეთ იემენში შეიქმნა ზაიდების იემენის მუთავაქილიური სამეფო, რომელიც 1962 წელს იემენის არაბულ რესპუბლიკად გადაკეთდა. სამხრეთი იემენი ბრიტანეთის შემადგენლობაში ადენის პროტექტორატის სახელით 1967 წლამდე რჩებოდა. ორი იემენი 1990 წელს გაერთიანდა.

იემენი 2011 წლიდან პოლიტიკური კრიზისის მდგომარეობაში იმყოფება. კრიზისი საპროტესტო გამოსვლებით დაიწყო, რომელიც მოქმედი პრეზიდენტის სურვილის - კონსტიტუციაში საპრეზიდენტო ვადის ლიმიტი გაეუქმებინა,[10] წინააღმდეგ იყო მიმართული. პრეზიდენტი სალეჰი გადადგა და საპრეზიდენტო უფლებები გადაეცა ვიცე-პრეზიდენტ მანსურს, რომელიც 2012 წლის 21 თებერვალს ფორმალური ერთ-კანდიდატიანი არჩევნებით აირჩიეს. არჩევნებმა ჰუტისების, ისლაჰისტების და ალ-ქაიდას დაჯგუფებებს შორის კონფლიქტი გამოიწვია. 2014 წლის სექტემბერში ჰუტისებმა დედაქალაქ სანაზე კონტროლი დაამყარეს და თავი ქვეყნის მთავრობად გამოაცხადეს.[11][12][13] საპასუხოდ ქვეყანაში საუდის არაბეთის ძალები შეიჭრა, თუმცა მშვიდობის დამყარება ვერ მოხერხდა.

Remove ads

კლიმატი

იემენის კლიმატი განსაკუთრებით თბილი და მშრალია. ქვეყანას ესაზღვრება წითელი ზღვა, აქედან გამომდინარე, მასზე ძირითადად ზღვის ჰაერი ვრცელდება.

საკურორტო სეზონი იემენში მთელი წლის განმავლობაში გრძელდება. ზაფხული ხშირ შემთხვევაში ცხელი და აუტანელია, ამ დროს მინიმალური ტემპერატურა 40 °C მაინცაა, ხოლო ზამთარი შედარებით გრილია, თუმცა 32 °C-ზე დაბლა ტემპერატურა იშვიათად ეცემა.

წვიმები უფრო მთიანი რეგიონებისთვისაა დამახასიათებელი, მაგრამ ყოველგვარი ტემპერატურული ცვლილებების გარეშე.

Remove ads

ადმინისტრაციული დაყოფა

2004 წლის თებერვლის მიხედვით, იემენის ტერიტორია იყოფა საგუბერნატოროებად (მუჰაფაზა) და ერთ მუნიციპალიტეტად.[14] საგუბერნატორებს შორის მოსახლეობით ყველაზე დიდა თაიზი, 2,513,003 მცხოვრებლით.

Thumb
იემენის საგუბერნატოროები
მეტი ინფორმაცია მუჰაფაზა, დედაქალაქი ...

საგუბერნატოროები ასევე იყოფიან ოლქებად, იემენში 333 ოლქია (muderiah). 2001 წლის მიხედვით იემენში არის 38 284 სოფელი.

1990 წელს, იემენის გაერთიანების შემდეგ ქვეყნის შემადგენლობაში შევიდა სამხრეთი იემენის ტერიტორიებიც.

Remove ads

დემოგრაფია

რელიგია

იემენი ისლამური ქვეყანაა. ამგვარად სახელმწიფო რელიგიად ისლამია გამოცხადებული. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში რელიგიის თავისუფლება არაა, მიუხედავად იმისა, იქ 3 ათასამდე ქრისტიანი ცხოვრობს.

ენა

არაბული იემენის ოფიციალური ენაა. იქაური არაბული ენა დიალექტების სიმრავლით გამოირჩევა. ინგლისურ ენაზე მოსაუბრე ძალიან ცოტაა, რომ არაფერი ვთქვათ სხვა ნებისმიერ უცხო ენაზე.

ეკონომიკა

ფული

იემენის ეროვნული ვალუტა რიალია. 1 ამერიკული დოლარი 199,150 რიალის ეკვივალენტია. ამერიკული დოლარით სარგებლობა ჩვეულებრივი მოვლენაა, ამაზე არცერთ რეგიონში პრობლემა არ იქმნება. უფრო მეტიც, მაღალი დონის სასტუმროებსა და რესტორნებში გადახდა დოლარებში ხდება.

ტრანსპორტი

იემენი სამხრეთ–დასავლეთ აზიაში მდებარეობს და იქ მოხვედრა ძნელი არაა. ქვეყანაში 17 აეროპორტია, საერთაშორისო კი დედაქალაქ სანაში მდებარეობს. თვითმფრინავით ძირითადად სხვა კონტიტენტების მცხოვრებნი სარგებლობენ.

იემენში გაცილებით იაფად და კომფორტულად ავტობუსით ან გემით ჩასვლაა შესაძლებელი. მეზობელი ქვეყნებიდან იემენის მიმართულებით ყოველდღე გადიან ავტობუსები. ქვეყანაში საერთოდ არ არის სარკინიგზო სისტემა. ნებისმიერ ქალაქში პორტია განთავსებული, გემით მგზავრობა კი ერთგვარი კრუიზია.

რაც შეეხება ქვეყნის ტერიტორიაზე გადაადგილებას, ეს ნამდვილად არ არის ადვილი იქიდან გამომდინარე, რომ ცუდი და დანგრეული გზებია. ამ თვალსაზრისით ყველაზე ოპტიმალურ ტრანსპორტს მანქანა წარმოადგენს. მანქანის დაქირავება სპეციალურ სააგენტოშია შესაძლებელი.

ავტობუსით მგზავრობა გაცილებით იაფი ჯდება, მაგრამ დანგრეული გზების გამო. გადაადგილებას დიდ დროს ანდომებს ქალაქებს შორის გადასაადგილებლად მოსახერხებელია ე. წ შეარდ ტაქსები, რომლის დაქირავება რამდენიმე კაცს ერთად შეუძლიათ.

Remove ads

კულინარია

იემენის ტრადიციული კერძები ცხვრის ხორცითა და ბოსტნეული კულტურებით მზადდება. ისლამურ ქვეყანაში ღორის ხორცს საერთოდ არ მიირთმევენ. ეროვნულ სამზარეულოზე მეზობელი ქვეყნების გავლენა აშკარაა. საშუალო დონის რესტორნებში 30–40 დოლარად კარგად დანაყრდებით. ისევე, როგორც ადგილობრივებში, ტურისტებშიც ნაციონალური კერძებიდან პირველობას არ თმობს სალტაძროხის ხორცისა და ბოსტნეული სოუსი.

ტრადიციული კერძებიდან ასევე აღსანიშნავია ჰამილი – ჩაშუშული ცხვრის ხორცი და კაბსა – ცხვრის ხორცი ბრინჯით. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივები ცხვრისა და ქათმის ხორცს უფრო მიირთმევენ, ვიდრე ძროხისას ან ხბოსი, შეიძლება იმიტომ, რომ ორივე საკმაოდ ძვირია.

იემენი ცნობილია თაფლის მოყვარული ხალხით. ყოველ მეორე ადგილობრივს საკუთარი ფუტკრები ჰყავს.

სასმელებიდან პირველ ადგილზეა რძიანი ჩაი. ალკოჰოლზე შეზღუდვაა და მხოლოდ მაღალი დონის რესტორნებში შეიძლება მისი დალევა.

Remove ads

ღირსშესანიშნაობები

Thumb
საფეხმავლო ხიდი საჰარას ოლქი, იემენი.

იემენი დიდი კულტურის მქონე ქვეყანაა. სანა ისტორიული დედაქალაქია, ამავდროულად ის თანამედროვე ქალაქიცაა. მის მთავარ ღირსშესანიშნაობად XVII საუკუნით დათარიღებული ციხესიმაგრე წარმოადგენს. ასევე კარგი სანახავია ეროვნული მუზეუმი. სანა გარშემორტყმულია მთებით. დედაქალაქის სრულყოფილად დასათვალიერებლად 3 დღე მაინცაა საჭირო.

სანას დასავლეთით, მთის წვერზე, გაშენებულია სოფელი კავკაბენი. ერთი შეხედვით, ეს სოფელი ჩიტის ბუდეს წააგავს. წითელის ზღვის ყველაზე პოპულარული კურორტი ქალაქი ადენია. იქ ყველაზე მშრალი და მზიანი კლიმატია. მშვენიერი თეთრი პლაჟების პარალელურად ტურისტების ყურადღებას ულამაზესი ფაუნა იქცევს. ტურისტების მომსახურებაში შედის საექსკურსიო კატერები, წყალქვეშა ნავი და აკვალანგებით ყვინთვა ინსტრუქტორთან ერთად. ქალაქში ნებისმიერი გემოვნებისა და შესაძლებლობის მქონდე ადამიანისთვის მოიძებნება სასტუმროები. მათი ფასი 25 დოლარიდან იწყება.

Remove ads

რესურსები ინტერნეტში

სწრაფი ფაქტები

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads