იმერეთის მხარე

მხარე საქართველოში From Wikipedia, the free encyclopedia

იმერეთის მხარე
Remove ads

იმერეთის მხარე — მხარე დასავლეთ საქართველოში, მოიცავს ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინცია იმერეთის ტერიტორიას, ასევე ლეჩხუმის და გურიის რამდენიმე სოფელს. იმერეთის მხარეში შედის ქუთაისის, ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულისა და ხონის მუნიციპალიტეტები. მხარის ადმინისტრაციული ცენტრია — ქ. ქუთაისი. რეგიონის საერთაშორისო კოდია: GE-IM.

ეს სტატია ადმინისტრაციულ რეგიონს ეხება. ისტორიული მხარის შესახებ იხილეთ იმერეთი.
სწრაფი ფაქტები ადმინისტრაციული ერთეული, ქვეყანა ...
Remove ads

ადმინისტრაციული დაყოფა

იმერეთის მხარეში შედის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემდეგი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები:

Remove ads

ზოგადი ცნობები

მხარის ფართობი შეადგენს 6552.3[4] კვ.კმ-ს, მოსახლეობა 533 906 კაცი (2014), მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კვ.კმ-ზე – 81,9 კაცს. მხარის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ქუთაისი. მხარეში 542 დასახლებული პუნქტია, მათ შორის:

Thumb
გელათი

ადგილობრივი მმართველობა

მხარის ადმინისტრაციული ერთეულებია: ქალაქის მერია - 1 (ქუთაისი), მუნიციპალიტეტის გამგეობა - 11, სადაბო საკრებულო - 2, სოფლის საკრებულო - 161. მხარეში სახელმწიფო მმართველობას ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული სახელმწიფო რწმუნებული. ამ თანამდებობაზე, რომელიც შემოღებულ იქნა 1995 წლის იანვარში, დღემდე მუშაობდნენ:

მოსახლეობა

მეტი ინფორმაცია მხარე / რაიონი-მუნიციპალიტეტი, 2002 წ. აღწ. ...
Remove ads

ეკონომიკა

Thumb
ჭიათურის მანგანუმის საბადოს სადგური

იმერეთის მხარე მნიშვნელოვანწილად გამოირჩევა საქართველოს ტეროტორიაზე არსებული წიაღისეული სიმდიდრეების მრავალფეროვნებით. ამჟამად იმერეთში 100-ზე მეტი მინერალურ-სანედლეულო რესურსების საბადოა აღრიცხული, რომელთაგან ნახევარზე მეტი საექსპორტოა. ძირითადი წიაღისეული სიმდიდრეა ჭიათურის მანგანუმი, რომლის ბალანსური და ბალანსგარეშე მარაგი 215 მილიონ ტონას შეადგენს მადნის ყველა ტიპის (ჟანგეული, კარბინატული, დაჟანგული, შერეული, ქვიშაქვები) მიხედვით. ჭიათურა მანგანუმის მოპოვებისა და გადამუშავების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრია ამიერკავკასიაში. ჭიათურა მანგანუმის კონცენტრატით ამარაგებს ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანას. მანგანუმის ჯერ კიდევ დაუმუშავებელი მარაგის არსებობა სავარაუდოა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, ჩხარი-აჯამეთის, ქუთაისისა და თერჯოლის ტერიტორიებზე.

მხარის მნიშვნელოვანი წიაღისეული რესურსია ტყიბულისა და გელათის ქვანახშირის, საშენ მასალათა, თიხის მარაგი. ქუთაისის მიდამოები მდიდარია ბეტონოტური თიხებით, მარმარილოს, ეკლარის კირქვის, კურსების ტეშენიტის, ბაზალეთის საბადოებით. იმერეთის მხარის საწარმოები ქვეყნის მთლიანი პროდუქციის 25-30 %-ს აწარმოებენ. მათი უმრავლესობა განლაგებულია მთავარი საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალის გასწვრივ მდებარე ქალაქებში: ქუთაისი, ზესტაფონი, სამტრედია.[7]

Remove ads

ღირსშესანიშნაობები

მხარის ტერიტორიაზე მდებარეობს ბუნების, არქიტექტურისა და კულტურის მრავალი ძეგლი, მათ შორის უმნიშვნელოვანესია:

ისტორია

მხარის ადრინდელი ისტორია იხილეთ სტატიებში:

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads