იმერული ხეჭრელი

From Wikipedia, the free encyclopedia

იმერული ხეჭრელი
Remove ads

იმერული ხეჭრელი (ლათ. Rhamnus imeretina) — კოლხური რელიქტური მცენარე ხეჭრელისებრთა ოჯახისა. 1,5-4 მ სიმაღლის ბუჩქი ან ხეა. ფოთლის ქვედა მხარე მონაცისფრო ხავერდისებრია, ზედა კი — მუქი მწვანე და თითქმის შიშველი. ზარისებრი ყვავილები ფოთლის იღლიაში შეკრებილია კონებად. ნაყოფი მომრგვალო შავი კურკიანაა.

სწრაფი ფაქტები იმერული ხეჭრელი, მეცნიერული კლასიფიკაცია ...

გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში, აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ ნაწილსა (სამხრეთ ოსეთი, ზემო ქართლი, მესხეთი) და თურქეთის მომიჯნავე რაიონებში (ართვინის ვილაიეთა და სხვა). იზრდება ქვეტყედ ფოთლოვან და წიწვოვან ტყეებსა და ტყისპირებზე მთის შუა სარტყლიდან ზღვის დონიდან 2000 მ-მდე. დეკორატიულია.

Remove ads

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads