იმერხეველები
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
იმერხეველები — ქართველთა ეთნოგრაფიული ჯგუფი. ისინი ცხოვრებენ თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე, ისტორიული ტაო-კლარჯეთის ერთ პროვინციაში – იმერხევის მთიან რეგიონში. მათ დღემდე შენარჩუნებული აქვთ ქართული ენა, კულტურისა და ყოფის რიგი თავისებურებები. იმერხეველები სარწმუნოებით მუსლიმები არიან. მათი მეტყველება ძალიან ჰგავს აჭარულ-გურულს.[1]

ანთროპოლოგიურად იმერხეველები ანუ ტაო-კლარჯები დასავლურ ქართული გარეგნული იერ-სახით და საშუალოზე მაღალი სიმაღლით გამოირჩევიან. ქართული წარმოშობის იმერხეველებს სწორნაკვთოვანი სახე, სწორი ცხვირი, ღია ფერის თვალები და ღია ფერის თმა (ღია ჩალისფერიდან წაბლისფრამდე) აქვთ.[1]
Remove ads
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads