იური ვარდიმიადი
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
იური დიმიტრის ძე ვარდიმიადი (დ. 1 იანვარი, 1925, დრანდა, აფხაზეთის სსრ, ამიერკავკასიის სფსრ — გ. 7 ივნისი, 1956) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი, თავდამსხმელი. იცავდა სოხუმის „დინამოს“, ლენინგრადის „დინამოსა“ და თბილისის „დინამოს“ ღირსებას. საბჭოთა კავშირის ვიცე-ჩემპიონი (1951, 1953) და ბრინჯაოს პრიზიორი (1950) თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში. საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი (1950).[1][2]
Remove ads
კარიერა
ფეხბურთის თამაში დაიწყო სოხუმის ახალგაზრდულ გუნდში. სოხუმის „დინამოს“ შემადგენლობაში გაიმარჯვა საქართველოს სსრ თასის გათამაშებაში. 1949 წლის საფეხბურთო სეზონი ლენინგრადის „დინამოში“ გაატარა, სადაც კლუბის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე იყო. მის რიგებში უმაღლესი ლიგის 24 შეხვედრაში ითამაშა და 8 ბურთი გაიტანა.
1950 წლიდან თბილისის „დინამოს“ ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეა. თბილისელთა რიგებში ექვსი სეზონი გაატარა. გუნდთან ერთად 1950 წელს საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა, ხოლო 1951 და 1953 წლებში საკავშირო ჩემპიონატების ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.[3] ამას გარდა, თბილისელთა მაისურით 7 საერთაშორისო ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა.[4]
ერთ-ერთი ასეთი მატჩი, 1951 წლის 16 ნოემბერს თბილისის „დინამოს“ პოლონური ტურნეს ფარგლებში, კრაკოვში გაიმართა, სადაც „დინამო“ ადგილობრივ „გვარდიას“ დაუპირისპირდა. დინამოელები ასეთი შემადგენლობით გავიდნენ მოედანზე: მარღანია, ელოშვილი, ძიაპშიპა, სარჯველაძე, პანიუკოვი, ანთაძე, ჯოჯუა, გაგნიძე, ვარდიმიადი, ღოღობერიძე და ჭკუასელი. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით, ანგარიშით 3–0 დამთავრდა. გოლები პოლონელთა კარში ავთანდილ ჭკუასელმა, იური ვარდიმიადიმ და ავთანდილ ღოღობერიძემ გაიტანეს.[5]
საერთო ჯამში მან თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში უმაღლესი ლიგის საკავშირო ჩემპიონატების 85 მატჩი (21 გოლი), ხოლო საკავშირო თასის გათამაშების 7 მატჩი ჩაატარა.[6]
იგი 1956 წლის 7 ივნისს, 31 წლის ასაკში გარდაიცვალა.
Remove ads
მიღწევები

საკლუბო
ბიბლიოგრაფია
- თედორაძე, ზურაბ, თბილისის „დინამო“ ციფრებში, 1936–1989, თბ.: სტამბა–96, 1999.
- თედორაძე, ზურაბ, თბილისის „დინამო“ : ციფრები, ფაქტები, კომენტარები, 1936–1989, თბ., 2002.
- თედორაძე, ზურაბ, საკლუბო გუნდების შედეგები სსრ კავშირის ჩემპიონატებში : უმაღლესი ლიგა, 1936–1991, თბ., 2001.
- ღოღობერიძე, ავთანდილ (1963). ბურთით ცხრა მთას იქით. თბ.: საქ. ჟურნალისტთა კავშირი.
- Гранаткин, В.А.; Ильин, С.В. (1950). Первенство СССР по футболу 1950. Справочник-календарь. М.: "Физкультура и спорт".
- Гранаткин, В.А.; Ильин, С.В. (1950). Справочник по футболу. Первенство СССР 1950 г. (II круг). М.: "Физкультура и спорт".
პერიოდიკა
- თბილისის „დინამომ“ გააუმჯობესა თამაში // „ლელო“, 19 მაისი, 1950, № 20 (408), გვ. 3.
რესურსები ინტერნეტში
- ბიოგრაფია
- აფხაზური საიტის აზრი იური ვარდიმიადის შესახებ დაარქივებული 2014-07-14 საიტზე Wayback Machine.
- იური ვარდიმიადი დინამოელებთან ერთად
- იური ვარდიმიადი და ვლადიმერ მარღანია
ბიოგრაფიული ლექსიკონი |
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads