კავკასიური აკაკი
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
კავკასიური აკაკი (ლათ. Celtis australis) — მცენარე კანაფისებრთა ოჯახისა. 7-22 მ სიმაღლის ფოთოლმცვენი მცენარეა. ტოტებზე მორიგეობით განლაგებული ფოთლები ასიმეტრიულია, კვერცხისებრ მრგვალი, ბოლოში წაწვეტილი და დაკბილული. ფოთლის ზედა მხარე მქისე, მუქი მწვანეა, ქვემოდან შებუსვილი, ძართვებამოწეული. ყვავილები ორსქესიანიადა ფოთლების იღლიებშია განლაგებული. მოწითალო-ყვითელი შეფერილობის 1 სმ-მდე სიმსხოს კურკოვანი ნაყოფი, მოტკბო გემოს მქონე რბილოებით, საჭმელად ვარგისია.
კავკასიური აკაკი გავრცელებულია სამხრეთ-დასავლეთ აზიასა და ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებში. საქართველოში ძირითადად გვხვდება სამხრეთ-აღმოსავლეთ რაიონებში, ხრიოკ და მშრალ მეჩხერ ტყეებში.
იგი ნელამზარდი მცენარეა და განსაკუთრებით გამოირჩევა იშვიათი გვალვაგამძლეობით. შეტანილია საქართველოს „წითელ წიგნში“.
Remove ads
გალერეა
- აკაკი სამხრეთული Celtis australis
- აკაკი სამხრეთული Celtis australis
- Celtis australis
ლიტერატურა
- სუხიტაშვილი კ., საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ., 2018, გვ. 170.
- შ.ხიდაშელი, ვ.პაპუნაშვილი, საქართველოს ტყის სამკურნალო მცენარეები, ბათუმი 1980, გვ.10
- Die große Pflanzen- Enzyklopädie , Bd.2., gv. 247
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads