კანეტო სინდო

From Wikipedia, the free encyclopedia

კანეტო სინდო
Remove ads

კანეტო სინდო (იაპ. 新藤兼人, ნამდვილი სახელი ნობორუ კანე, დ. 22 აპრილი, 1912, ჰიროსიმა — გ. 29 მაისი, 2012, ტოკიო) — იაპონელი კინორეჟისორი, სცენარისტი, კინოპროდიუსერი და მწერალი. გადაიღო 48 ფილმი და დაწერა სცენარი 238 ფილმისთვის.

სწრაფი ფაქტები კანეტო სინდო, დაბადების თარიღი ...
Remove ads

ბიოგრაფია

კინოში მოღვაწეობდა 1934 წლიდან გადაიღო ფილმები: „ატომური ბომბის შვილები“ (1952; სხვა სახელწოდება — „ჰიროსიმას შვილები“), „ბედნიერი დრაკონი № 5“ (1959; საბჭოთა ეკრანზე — „ბედნიერი დრაკონის ტრაგედია“). სინდოს მნიშვნელოვანი ნამუშევარია ფილმები: „შიშველი კუნძული“ (1960; მთავარი პრემია მოსკოვის II საერთაშორისო კინოფესტივალზე, 1961), „19 წლის შიშველნი“ (1970; ოქროს პრიზი მოსკოვის VII საერთაშორისო კინოფესტივალზე, 1971; საბჭოთა ეკრანზე — „დღეს სიცოცხლე, ხვალ სიკვდილი“). სინდო ფუძემდებელია (1952 რეჟისორ კ. იოსიმურასთან ერთად) კინოფირმისა „კინდაი ეიგა კიოკაი“ (ტოკიო).

1972–1981 წლებში იყო იაპონიის სცენარისტთა გილდიის თავმჯდომარე.

Remove ads

ფილმოგრაფია

რეჟისორი

კანეტო სინდო არის მის მიერ გადაღებული ყველა ფილმის სცენარისტი.

  • 1951 — ამბავი საყვარელ ცოლზე (სიყვარულის ისტორია) / 愛妻物語 (Aisai monogatari)
  • 1952 — ზვავი / 雪崩 (Nadare)
  • 1952 — ატომური ბომბის შვილები / 原爆の子 (Gembaku no ko)
  • 1953 — მინიატურა / 縮図 (Shukuzu)
  • 1953 — ქალის ცხოვრება / 女の一生 (Onna no issho)
  • 1954 — თხრილი / どぶ (Dobu)
  • 1955 — მგლები / 狼 (Okami)
  • 1956 — შეყვარებულთა თვითმკვლელობა / 銀心中 (Gin shinju)
  • 1956 — მსახიობი ქალი / 女優 (Joyu)
  • 1956 — ხეტიალის ნაპირი / 流離の岸 (Ryūri no Kishi)
  • 1956 — ნაძირლები პორტიდან / 海の野郎ども (Umi no yarodomo)
  • 1957 — სევდა მხოლოდ ქალებისთვისაა / 悲しみは女だけに (Kanashimi wa onna dakeni)
  • 1959 — იღბლიანი დრაკონი № 5 / 第五福竜丸 (Daigo Fukuryu-Maru)
  • 1959 — საუკეთესო პატარძალი / 花嫁さんは世界一 (Hanayome-san wa sekai-ichi)
  • 1960 — შიშველი კუნძული / 裸の島 (Hadaka no shima)
  • 1962 — ადამიანები / 人間 (Ningen)
  • 1963 — დედა / 母 (Haha)
  • 1964 — დემონი ქალი (ონიბაბა) / 鬼婆 (Onibaba), მხატვარი
  • 1965 — ბოროტმოქმედი (ნაძირალა) / 悪党 (Akuto)
  • 1966 — დაკარგული სქესი (ინსტინქტი) / 本能 (Honnô), პროდიუსერი
  • 1967 — სქესობრივი ლტოლვა / 性の起原 (Sei no kigen)
  • 1968 — შავი კატა ბამბუკებში / 藪の中の黒猫 (Yabu no Naka no Kuroneko)
  • 1968 — ძლიერი ქალები და სუსტი კაცები / 強虫女と弱虫男 (Tsuyomushi onna to yowamushi otoko)
  • 1969 — სითბური ტალღა (პაპანაქება, ხვატი) / かげろう (Kagerô)
  • 1970 — მედღეურა / 触角 (Shokkaku)
  • 1970 — 19 წლის შიშველნი / 裸の十九才 (Hadaka no Jukyu-sai)
Remove ads

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads