კარიბის ზღვა

ზღვა From Wikipedia, the free encyclopedia

კარიბის ზღვა
Remove ads

კარიბის ზღვა — ტროპიკული ზღვა დასავლეთ ნახევარსფეროში, ატლანტის ოკეანის ნაწილი, მექსიკის ყურის სამხრეთით. სამხრეთით შემოიფარგლება სამხრეთ ამერიკის კონტინენტით, დასავლეთით ცენტრალური ამერიკის რეგიონით, ხოლო ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით ანტილებით: დიდი ანტილის კუნძულებითკუბა, ჰაიტი, იამაიკა და პუერტო-რიკო ჩრდილოეთით, და მცირე ანტილის მრავალრიცხოვანი კუნძულებით აღმოსავლეთით. კარიბის ზღვა, მიმდებარე კუნძულებითა და სანაპიროებით ცნობილია როგორც კარიბები.

Thumb
კარიბის ზღვა
Thumb
კარიბის ზღვის სანაპიროზე მდებარე მაიას ქალაქი ტულუმი. მექსიკა, კინტანა-როო

კარიბის ზღვა ერთ-ერთი უდიდესი მლაშე წყლის ზღვაა 2 754 000 კმ² ფართობით. ზღვის ყველაზე ღრმა წერტილია კაიმანის ღრმული იამაიკასა და კუბას შორის (7 686 მ).

Remove ads

რესურსები ინტერნეტში


Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads