კევინ ფაიგი
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
კევინ ფაიგი (ინგლ. Kevin Feige; (/ˈfaɪɡi/ FY-ghee; დ. 2 ივნისი, 1973) — ამერიკელი პროდიუსერი და Marvel Studios-ის პრეზიდენტი 2007 წლიდან.[2] მის მიერ პროდიუსირებული ფილმების საერთო შემოსავალი 26.5 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება.[3] იგი, აგრეთვე ამერიკის პროდიუსერთა გილდიის წევრია.
კევინ ფაიგი დაიბადა ბოსტონში, ხოლო გაიზარდა უესტფილდში, (ნიუ-ჯერსი). დაამთავრა უესტფილდის საშუალო სკოლა, შემდგომში კი — სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტი.
2019 წელს მიიღო ოსკარის პირველი ნომინაცია ფილმისთვის „შავი პანტერა“ (2018)[4] — Marvel-ის კინოსამყაროს პირველი ფილმი, რომელსაც გადაეცა ოსკარის ჯილდო. იმავე წელს მისი პროდიუსერობით გამოვიდა ფილმი „შურისმაძიებლები: დასასრული“ (2019), რომლის შემოსავალმა 2.7 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა,[5] რითაც იქცა ყველა დროის ყველაზე შემოსავლიან ფილმად, ისევე როგორც ყველაზე შემოსავლიან სუპერგმირულ ფილმად.
Remove ads
რესურსები ინტერნეტში
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „კევინ ფაიგი“ ვიკისაწყობში.
- კევინ ფაიგი კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- კევინ ფაიგი — Rotten Tomatoes
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads