კონკია (1950 წლის ფილმი)
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
კონკია (ინგლ. Cinderella) — უოლტ დისნეის ანიმაციური სტუდიების მეთორმეტე სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი, გამოსული 1950 წელს. მისი დისტრიბუტორი იყო RKO Radio Pictures. ფილმი ეფუძნება შარლ პეროს ამავე სახელწოდების ზღაპარს, თუმცა, ცნობილი სიუჟეტი ოდნავ განსხვავდება იმით, რომ ფილმში დიდი როლს თამაშობს დამატებული გმირების, მხიარული თაგვების ფაქტორი.
ფილმის რეჟისორები არიან კლაიდ ჯერონიმი, ჰემილტონ ლასკი და უილფრედ ჯექსონი. სიმღერების ავტორები არიან მაკ დევიდი, ჯერი ლივინგსტონი და ელ ჰოფმანი. ფილმში ჟღერს სიმღერები „Cinderella“, „A Dream is a Wish Your Heart Makes“, „Sing Sweet Nightingale“, „The Work Song“, „Bibbidi-Bobbidi-Boo“ და „So This is Love“. პერსონაჟებს ახმოვანებენ აილინ ვუდსი, ელეონორ ოდლი, ვერნა ფელტონი, როდა უილიამსი, ჯიმი მაკდონალდი, ლუის ვან რუტენი, დონ ბერკლი, მაიკ დაგლასი და ლუსილ ბლისი.
ფილმის წარმოების პერიოდში Walt Disney Productions საგრძნობლად დაზარალებული იყო იმით, რომ მეორე მსოფლიო ომის გამო ვერ ახერხებდა ევროპაში საკუთარი ფილმების გატანას. ამის გამო კომერციულად წარუმატებელი აღმოჩნდა ფილმები „პინოქიო“, „ფანტაზია“ და „ბემბი“, თუმცა ყველა შედარებით წარმატებით გადიოდა მსოფლიოს ეკრანებზე, ხელახლა და ვიდეოზე გამოშვების შემდეგ. მაგრამ, „კონკიას“ შექმნისას სტუდიის ზარალი 4 მილიონ აშშ დოლარზე მეტს შეადგენდა და იგი გაკოტრების პირას იდგა. უოლტ დისნეი და ანიმატორები ფილმის წარმოებას დაუბრუნდნენ 1948 წელს, მას შემდეგ, რაც დაასრულეს მთელი რიგი ანთოლოგიური, ეპიზოდებზე დაფუძნებული ფილმების შექმნა. შარლ პეროს ზღაპრის სრულმეტრაჟიან ფილმად ადაპტირება მოხდა შემდგომში დისნეის ცხრა მოხუცის მიერ, რომლებიც მუშაობდნენ ფილმის დამდგმელი მხატვრების სახით. ორწლიანი წარმოების შემდეგ, „კონკია“ 1950 წლის 15 თებერვალს გამოვიდა. იმ დროისთვის ფილმი იქცა „ფიფქიას“ შემდეგ კომერციულად ყველაზე დიდ წარმატებად და სტუდიის მომავალიც უკეთესობისკენ შეაბრუნა. ამერიკის კინოინსტიტუტის სიაში „ათი საუკეთესო ათეული“ იგი ერთ-ერთ ადგილს იკავებს. ფილმი ოსკარის სამ ჯილდოზე იყო ნომინირებული, მათ შორის — ორიგინალური სიმღერისთვის „Bibbidi-Bobbidi-Boo“. წლების შემდეგ მას მოჰყვა პირდაპირ ვიდეოზე გამოცემული ორი გაგრძელება - „კონკია II: ოცნებები ხდება“ და „კონკია III“, ისევე, როგორც მხატვრული ფილმი, გადაღებული კენეთ ბრანას მიერ[4].
Remove ads
მუსიკა
საუნდტრეკი
ყველა სიმღერის ავტორი — მეკ დევიდი, ჯერი ლივინგსტონი, ელ ჰოფმანი.
ყველა სიმღერის ავტორი — მეკ დევიდი, ჯერი ლივინგსტონი, ელ ჰოფმანი, გარდა #12-სა (ლარი მორი, ჩარლზ უოლკოტი) და #13-სა (ჯიმ ბრიკმენი, ჯეკ კეგელი, ჯეიმი ჯონსი).
ყველა სიმღერის ავტორი — მეკ დევიდი, ჯერი ლივინგსტონი, ელ ჰოფმანი.
ყველა სიმღერის ავტორი — მეკ დევიდი, ჯერი ლივინგსტონი, ელ ჰოფმანი.
Remove ads
გაგრძელებები და სხვა ვიდეო
- პირდაპირ ვიდეოფორმატში 2002 წლის 26 თებერვალს გამოცემულია „კონკია II: ოცნებები ხდება“
- კიდევ ერთი გაგრძელება, „კონკია III“, 2007 წლის 6 თებერვალს გამოვიდა.
- კონკია და ჯადოქარი ნათლია ჩნდებიან „Disney's House of Mouse“-ში.
- კონკია და ჯადოქარი ნათლია კიდევ ერთხელ ჩნდებიან ვიდეო თამაშში Kingdom Hearts. სამყარო, დაფუძნებული ფილმზე, „ოცნებათა სასახლე“, ჩნდება თამაშში „Kingdom Hearts: Birth by Sleep“. მონაწილეობს ყველა მთავარი პერსონაჟი, გარდა გასის, ბრუნოს და მეფის.
- მცირე მასშტაბის მიუზიკლი, Disney's Cinderella KIDS, ხშირად სრულდება სკოლებში და საბავშვო თეატრების მიერ.[5]
- 2015 წელს Walt Disney Pictures-მა გამოუშვა ფილმი „კონკია“ (რეჟისორი კენეთ ბრანა), ლილი ჯეიმზის, რიჩარდ მედენის, კეიტ ბლანშეტის და ჰელენა ბონემ კარტერის მონაწილეობით.
Remove ads
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads