კონმებოლი
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
კონმებოლი (ესპ. CONfederacion sudaMEricana de FutBOL, ასევე გამოიყენება აბრევიატურა CSF) — საფეხბურთო ორგანიზაცია, რომელიც აკონტროლებს სამხრეთ ამერიკულ ფეხბურთს და სამხრეთ ამერიკული ქვეყნების ფეხბურთის ფედერაციებს. მისი მოვალეობაა სხვადასხვა საკლუბო და სანაკრებო ტურნირების გამართვა და მათი ორგანიზება.
კონმებოლი დაარსდა 1916 წლის 9 ივლისს, ურუგვაელი ექტორ გომესის მოწადინებით. ასოციაციის პირველი წევრები არგენტინა, ბრაზილია, ურუგვაი და ჩილე გახდნენ. სწორედ მათი მონაწილეობით გაიმართა პირველი ოფიციალური სანაკრებო საფეხბურთო ტურნირი სამხრეთ ამერიკაში, რომელიც ჩატარდა ბუენოს-აირესში, არგენტინის დამოუკიდებლობის 100 წლისთავის აღსანიშნავად.
დღეს კონმებოლი ფიფა-ს წევრია, რომლის წევრებმა ცხრაჯერ მოიგეს მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი (ხუთჯერ ბრაზილიამ, ორ-ორჯერ არგენტინამ და ურუგვაიმ). იგი მსოფლიოში უძველესი საფეხბურთო კონტინენტალური ასოციაციაა. მისი შტაბ-ბინა მდებარეობს პარაგვაიში, ქალაქ ლუკეში. ამჟამად კონმებოლის პრეზიდენტია პარაგვაელი ალეხანდრო დომინგეს უილსონ-სმითი.[3]
Remove ads
Remove ads
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads