კოსტრომა
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
კოსტრომა (რუს. Кострома) — ქალაქი რუსეთში, კოსტრომის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ზღვის დონიდან 110 მ სიმაღლეზე, მდინარე ვოლგის ორივე ნაპირზე, ქალაქ მოსკოვიდან 344 კმ-ში. 2015 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით ქალაქში ცხოვრობს 276 090 ადამიანი. ქალაქის ფართობია 144,5 კმ². ქალაქ კოსტრომის მოსახლეობის ძირითადი ნაწილი არის რუსი.
კოსტრომა დაარსდა XII საუკუნეში, ხოლო XIII საუკუნეში გახდა კოსტრომის სათავადოს ცენტრი. პირველად იხსენიება 1213 წელს. XIII საუკუნიდან დაწყებული XVII საუკუნის ბოლომდე არაერთხელ დაექვემდებარა დაცლასა და ძარცვას. XIV საუკუნეში შევიდა მოსკოვის სახელმწიფოს შემადგენლობაში. 1719 წლიდან იყო მოსკოვის გუბერნიის პროვინციული ქალაქი, ხოლო 1778 წლიდან — საგუბერნიო ქალაქი. ქალაქ კოსტრომის დღედ ჩვეულებრივ აღინიშნება 13-14 აგვისტო.
Remove ads
რესურსები ინტერნეტში
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads