კოტე მახარაძე

From Wikipedia, the free encyclopedia

კოტე მახარაძე
Remove ads

კონსტანტინე (კოტე) მახარაძე (დ. 17 ნოემბერი, 1926, თბილისი — გ. 19 დეკემბერი, 2002) — ქართველი მსახიობი, პოპულარული სპორტული კომენტატორი, საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტი (1958), საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი (1966). დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის (1967) და ღირსების ორდენებით. კოტე მარჯანიშვილისა და სანდრო ახმეტელის სახელობის პრემიების ლაურეატი. თბილისის საპატიო მოქალაქე (1996) .

სწრაფი ფაქტები კოტე მახარაძე, მშობლიური სახელი ...
Remove ads

ბიოგრაფია

კოტე მახარაძე დაიბადა თბილისში 1926 წლის 17 ნოემბერს. 1934 წელს შევიდა ქორეოგრაფიულ სტუდიაში, რომელიც წარმატებით დაამთავრა 1941 წელს. 1944 წელს ასევე წარმატებით დაამთავრა სკოლა და ჩააბარა შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში, რომელიც 1948 წელს წარმატებით დაამთავრა და მიღებულ იქნა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში, სადაც მან დაჰყო 23 წელი, 1970 წლიდან გადავიდა კოტე მარჯანიშვილის სახელობის აკადემიურ თეატრში. 1973–1974 წლებში იყო შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის (დღეს უნივერსიტეტი) ტელეჟურნალისტიკის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი. 1997 წელს ქ. თბილისში დააარსა ერთი მსახიობის თეატრი „ვერიკო“ , რომლის სამხატვრო ხელმძღვანელი და მსახიობი იყო სიცოცხლის ბოლომდე. თეატრში მოღვაწეობის პარალელურად იგი გატაცებული იყო სპორტული ცხოვრებით. იყო საქართველოს კალათბურთის ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი, 1945 წელს მოიპოვა საბჭოთა კავშირის თასი, თამაშობდა კალათბურთს თბილისის დინამოში. 1957 წლიდან მოღვაწეობა დაიწყო სპორტულ კომენტატორად ჯერ საქართველოს, ხოლო შემდგომ საკავშირო რადიოსა და ტელევიზიაში. 40 წლის განმავლობაში მიჰყავდა რეპორტაჟები ქართულ და რუსულ ენებზე. მას მიჰყავდა თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელთა გუნდის ორი ისტორიული თამაშის რეპორტაჟი — 1964 წელს (ეროსი მანჯგალაძესთან ერთად) „დინამო“ გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, ხოლო 1981 წელს მოიპოვა ევროპის თასების თასი.

გარდაიცვალა 2002 წლის 19 დეკემბერს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ. მას ინსულტი 12 ოქტომბერს, საქართველოსა და რუსეთს შორის ჩაშლილი საფეხბურთო მატჩის შემდეგ დაემართა, რის შემდეგაც იგი მკურნალობდა როგორც შინ, ისე საავადმყოფოში.[1] დაკრძალულია თბილისის დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

Remove ads

ფილმოგრაფია

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads