ლიქიორი

From Wikipedia, the free encyclopedia

ლიქიორი
Remove ads

ლიქიორი (ფრ. liqueur < ლათ. licour — სითხე) — მაგარი სპირტიანი სასმელი, რომელიც შეიცავს 35 %-მდე შაქარს და 45 %-მდე (მოცულობით) სპირტს. დასავლეთ ევროპაში ლიქიორი პირველად ნიდერლანდებში დაამზადეს. ძველად ლიქიორის დასამზადებლად იყენებდნენ სამკურნალო ბალახებს, ყვავილებს, ნაყოფს. განსაკუთრებით მაღალი ხარისხის ლიქიორს ამზადებდნენ საფრანგეთში. უძველესი ფრანგული ლიქიორებია შარტრეზი და ბენედიქტინი.

Thumb
მარწყვის შინ დაყენებული ლიქიორის ბოთლები

განასხვავებენ მაგარ, სადესერტო და კრემლიქიორებს. ლიქიორს ამზადებენ ხილისა და კენკრის დასპირტული წვენების, ფესვების, თესლების, ყვავილების, ციტრუსების ნაყოფის კანის, კაკაოსა და ყავის მარცვლების, სანელებლების (ვანილი, მიხაკი, დარიჩინი და სხვა.). დასპირტული ნაყენის, ეთერზეთების, არომატული სპირტების, შაქრის სიროფის (ზოგჯერ სახამებლის ბადაგის), კარგად გაწმენდილი რექტეფიცირებული სპირტის (ზოგჯერ კონიაკის სპირტის), ლიმონის მჟავასა და დარბილებული წყლისაგან.

Remove ads

რესურსები ინტერნეტში

ლიტერატურა

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads