მაიას კალენდარი

From Wikipedia, the free encyclopedia

მაიას კალენდარი
Remove ads

მაიას კალენდარიკალენდარული სისტემა კოლუმბამდელ ცივილიზაციებში მესოამერიკას, გვატემალისა და მექსიკის დღევანდელ ტერიტორიებზე. მაიას ცივილიზაციას წელიწადის გამოთვლის ორი სისტემა ჰქონდა: „ცოლკინ“, ანუ 260 დღიანი წმინდა წელიწადი და საერთო წელიწადი „ჰააბი“, რომელიც 365 დღისაგან შედგებოდა (18 ოცდღიანი თვისა და 5 დამატებითი დღისგან). „ჰააბი“ ჩვეულებრივი კალენდარული წელთაღრიცხვისათვის იხმარებოდა, „ცოლკინს“ კი რელიგიური დატვირთვა ჰქონდა. ყოველ დღესა და თვეს განსაზღვრული იეროგლიფი აღნიშნავდა.[1] მაიას კალენდრის ძირითადი ერთეული იყო დღე – „კინ.“ კალენდრის ციკლების ურთიერთდამოკიდებულება ასეთია:

  • 20 კინი — ვინალი (თვე).
  • 18 ვინალი (5 დღის დამატებით) — 1 ტუნი
  • 20 ტუნი — 1 კატუნი (7 200 დღე)
  • 20 კატუნი — 1 ბაქტუნი (144 000 დღე)
  • 20 ბაქტუნი — 1 პიკტუნი (2 880 000 დღე)
  • 20 პიქტუნი — 1 კალაბტუნი (57 600 000 დღე)
  • 20 კალაბტუნი — 1 კინჩილტუნი (1 152 000 000 დღე)
  • 20 კინჩილტუნი — 1 ალაუტუნი (23 040 000 000 დღე).[1]
Thumb
მაიას კალენდრის ნიმუში
Remove ads

დღეები და მათი მნიშვნელობები

მეტი ინფორმაცია ნუმერაცია, დღის სახელი ...
Remove ads

რესურსები ინტერნეტში

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads