მალტა
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
მალტა (მალტ. Malta), ოფიციალურად მალტის რესპუბლიკა (მალტ. Repubblika ta' Malta) — ჯუჯა სახელმწიფო სამხრეთ ევროპაში. მდებარეობს ხმელთაშუა ზღვის ცენტრალურ ნაწილში განლაგებულ არქიპელაგზე, რომელიც სიცილიის სანაპიროდან 93 კმ-ით, ხოლო ტუნისის სანაპიროდან 288 კმ-ით არის დაშორებული. მანძილი გიბრალტარის სრუტემდე 1826 კმ-ია.[8]
Remove ads
სახელწოდება
ოფიციალური - მალტის რესპუბლიკა. ეროვნული – Malta; Repubblika ta'Malta (მალტურად); Republic of Malta (ინგლისურად). არსებობს სახელწოდების ახსნის რამდენიმე ვარიანტი: (a) ფინიკიური: Malat - „ნავსადგური“ aŭ „თავშესაფარი“; (b) ბერძნული: Meli - „თაფლი“, Melta - „ფუტკარი“; (c) არაბული: Malta - „შიშველი“.
გეოგრაფია

ქვეყანა მდებარეობს ხმელთაშუა ზღვაში ევროპასა და ჩრდილოეთ აფრიკას შორის, განლაგებულია მალტის არქიპელაგზე. მთავარი კუნძულებია მალტა, გოცო და კომინო. ფართობი - 316 კმ².
ისტორია
საუკუნეების განმავლობაში მალტამ განიცადა ფინიკიელთა, ბერძენთა, რომაელთა, არაბთა შემოსევები. 1814 წელს გახდა ბრიტანეთის კოლონია. 1964 წლიდან დამოუკიდებელი სახელმწიფოა. 2003 წლის მაისში კუნძულებზე ჩატარდა რეფერენდუმი, რომელზეც მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ევროკავშირში შესვლას. 2004 წლიდან ევროკავშირის წევრია.
კუნძული მალტა, რომლის სახელიც დაერქვა მთლიანად სახელმწიფოს, წარმოადგენს 6 კუნძულისგან შემდგარი არქიპელაგის ყველაზე დიდ კუნძულს. მალტა ფინიკიელების ენაზე ნიშნავს „თავშესაფარს“, რაც გამომდინარეობს კუნძულის სანაპიროს გეოგრაფიული თავისებურებიდან. აქ არის უამრავი მყუდრო და მოსახერხებელი ნავსადგური. ექვსი კუნძულიდან სამი - მალტა, გოცო და კომინო დასახელებულია და მათი მთლიანი მოსახლეობა შეადგენს 369 ათას, რომლის 80 % ცხოვრობს კუნძულ მალტაზე.
როგორც სახელმწიფო მალტამ ჩამოყალიბება დაიწყო ჯერ კიდევ 6000 წლის წინ. დღეს მალტა წარმოადგენს ნამდვილ მუზეუმს ღია ცის ქვეშ. ისტორიული ძეგლების და მუზეუმების რაოდენობით ის მხოლოდ რომს თუ ჩამოუვარდება. მალტაზე არის ქვის ნაგებობები, ტაძრები-მეგალითები, რომლებიც 1000 წლით ადრე აიგო ვიდრე ეგვიპტის ცნობილი პირამიდები.
მალტაზე თავის ნაკვალევი დატოვეს კართაგენლებმა და ფინიკიელებმა, არაბებმა და ნორმანებმა, წმ. იოანეს ორდენის რაინდებმა და ნაპოლეონმა. მსოფლიო ცივილიზაციები მოდიოდნენ და მიდიოდნენ, მალტა კი რჩებოდა. ბრიტანელებმა მალტის ბოლო კოლონიზატორებმა კი დატოვეს მეორე სახელმწიფო ენა.
სახელმწიფო
სახელმწიფო სისტემა - რესპუბლიკა. სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი. საკანონმდებლო ორგანო - ერთპალატიანი პარლამენტი (65 წევრი). ადმინისტრაციული დაყოფა - 6 ოლქი.
განათლება
მალტის განათლების სისტემა იყოფა ოთხ ძირითად საფეხურად: სკოლამდელი, დაწყებითი, საშუალო და უმაღლესი განათლება. სწავლა სავალდებულოა 5-დან 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის და რეგულირდება მალტის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.
სკოლამდელი განათლება
სკოლამდელი განათლება მოიცავს საბავშვო ბაღებსა და ბავშვთა მოვლის ცენტრების მომსახურებას. სახელმწიფო და ეკლესიის მიერ დაფინანსებული დაწესებულებებში სწავლა უფასოა. კერძო საბავშვო ბაღებში წლიური გადასახადი შეადგენს დაახლოებით 4 000 ევროს.[9]
დაწყებითი და საშუალო განათლება
დაწყებითი განათლება გრძელდება 5-დან 11 წლამდე, ხოლო საშუალო — 11-დან 16 წლამდე. სახელმწიფო სკოლებში სწავლა უფასოა, მათ შორის ტრანსპორტირება და სასწავლო მასალებიც. კათოლიკურ სკოლებში ხშირად ხდება მოსწავლეების დაყოფა სქესის მიხედვით. კერძო სკოლებში სწავლის წლიური ღირებულება დაახლოებით 8 000–18 000 ევროს შორის მერყეობს.[10] სწავლების ძირითადი ენებია მალტური და ინგლისური.
უმაღლესი განათლება
საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ, სტუდენტები აგრძელებენ სწავლას კოლეჯებში ან უნივერსიტეტებში. ქვეყნის წამყვანი უმაღლესი სასწავლებლებია მალტის უნივერსიტეტი, მალტის ხელოვნებისა და მეცნიერების კოლეჯი (MCAST) და ტურიზმის ინსტიტუტი (ITS). მალტის უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს და სარგებლობს ფართო საერთაშორისო აღიარებით. უმაღლესი განათლება ხელმისაწვდომია როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი სტუდენტებისთვის.[11]
მალტის განათლების სისტემა ითვლება ერთ-ერთ მაღალხარისხიანად ევროკავშირის მასშტაბით და აღიარებულია მრავალენოვანი სწავლების სტანდარტებით, რაც ქვეყანას მიმზიდველს ხდის როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე იმიგრანტებისთვისა და საერთაშორისო სტუდენტებისთვის.
Remove ads
დემოგრაფია
მოსახლეობა - 410 567 (2007), მათ შორის 96,6 % მალტელები. სახელმწიფო ენა - მალტური და ინგლისური. რელიგია - კათოლიციზმი. დედაქალაქი - ვალეტა (7, აგლომ. 114 ათასი). ქალაქები - კორმი (18), შლიემა (12), ბირკირკარა (22).
ეკონომიკა
ეროვნული შემოსავლის ძირითადი წყარო ტურიზმია. რესურსები - კირქვა, მარილი, სასოფლო-სამეურნეო მიწები. ვალუტა - მალტური ლირა (MTL).
ტურიზმი
მალტის არქიპელაგის კუნძულების ნებისმიერი წერტილიდან ზღვამდე „ორი ნაბიჯია“. ზღვის სანაპირო მალტაზე ქვიშიანია (გოლდენ ბეი, პარადიზ ბეი) და ქვიანი, „ცივილიზებული“ და „ველური“. აქ არის კრისტალურად სუფთა წყლის და ულამაზესი ბუნება. ზღვაში ცურვა განსაკუთრებით მშიდი და სასიამოვნოა, რადგან მალტის კუნძულების მახლობლად არ ბინადრობენ ადამინის სიცოცხლისთვის საშიში თევზები და მედუზები, წყლის ტემპერატურა კი (ზამთრის თვეებშიც კი) არ ეცემა 14 გრადუსის დაბლა.
ადგილობრივი ღვინო ძალიან სასიამოვნოა გემოზე და ორჯერ იაფია იმპორტულზე. აქ მოიპოვება საკუთარი ლუდიც.
მალტის სიმბოლოდ ითვლება დელფინები. ადგილობრივი შუშის მწარმოებელი ფაბრიკა Mdina-glass აწარმოებს ორიგინალურ სუვენირებსა და სამკაულებს, რომელთაც ნამდვილად შეუძლიათ გაუწიონ კონკურენცია ჩეხურ შუშასაც კი. განსაკუთრებული სუვენირის სახით მალტიდან ჩამოაქვთ ადგილობრივი დელიკატესები: თხის რძისგან დამზადებული ყველი კუნძულ კოზოდან და უნიკალური საჩუქარი – ადგილობრივი წითელი ღვინო.
Remove ads
ღირსშესანიშნაობა
მალტა-იდეალური ადგილია დასასავენებლად. ტურისტებს აქ ელოდებათ მშვიდი გარემო, გულითადი და კეთილგანწყობილი მასპინძლები. მალტელები სიცოცხლის მოყვარული ხალხია. ქვეყანაში მუდვიმად დღესასწაულების და ფესტივალების ატმოსტოსფეროა, რომელთა განუყოფელი ნაწილია თეატრალიზებული წარმოდგენები და ულამაზესი ფეირვერკები.
მალტაში არის უძველესი ტაძრები დჟანტია, ხადჟარ იმ, ტარშინი. ეს არის ე. წ. კანონი „შვიდი წუთი“ - ადგილობრივი მაცხოვრებლების ხუმრობა. მიუხედავად კუნძულის მინიატურული ზომისა მასზე მშვენივრადაა განვითარებული აუცილებელი ინფრასტრუქტურა და შექმნილია ყველა პირობა კომფორტული დასვენებისთვის: ბარები და დისკოტეკები, საუკეთესო პლაჟები, სასტუმროები, კაზინოები.
მალტის კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობა ეს არის ეგრეთ წოდებული ყვითელი ქვა, რომელიც ჭარბობს მალტის არქიტექტურაში და მატებს მას თავისებურ მომხიბვლელობას. მალტის ნაგებობების კარებს ამშვენებს სხვადასხვაგვარი ორიგინალური სახელურები, რომელთა შორის თქვენ ვერ იპოვით ორ ერთნაირს. ჩამოთვლილ თავისებურებებს კიდევ უფრო ავსებს და ხაზს უსვამს უცნაური, მალტის ქუჩებში მოძრავი ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული ყვითელი ავტობუსები, გამოშვებული წინა საუკუნის 50-იან წლებში.
რესურსები ინტერნეტში
- მალტის მთავრობის ოფიციალური საიტი
- მალტის სამართალი დაარქივებული 2009-10-26 საიტზე Wayback Machine.
- Laws of Malta დაარქივებული 2011-04-26 საიტზე Wayback Machine.
- Chief of State and Cabinet Members დაარქივებული 2013-09-26 საიტზე Wayback Machine.
- შეიარაღებული ძალების ოფიციალური საიტი დაარქივებული 2012-04-15 საიტზე Wayback Machine.
- Malta Environment and Planning Authority's დაარქივებული 2008-12-08 საიტზე Wayback Machine.
- მალტის მიგრაციები დაარქივებული 2011-04-06 საიტზე Wayback Machine.
- Malta entry at The World Factbook დაარქივებული 2015-10-16 საიტზე Wayback Machine.
- Malta from UCB Libraries GovPubs დაარქივებული 2008-10-15 საიტზე Wayback Machine.
- Malta at the Open Directory Project დაარქივებული 2011-04-27 საიტზე Wayback Machine.
- მალტის ტურიზმის ოფიციალური საიტი დაარქივებული 2011-04-30 საიტზე Wayback Machine.
Remove ads
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads