მარტინ V

From Wikipedia, the free encyclopedia

მარტინ V
Remove ads

მარტინ V (ლათ. Martinus PP. V; ერისკაცობაში იდონე კოლონა; დ. 1368 — გ. 20 თებერვალი, 1431[1]) — რომის პაპი 1417–1431 წლებში.

Thumb
მარტინ V

იდონე კოლონა 1405 წლიდან კათოლიკური ეკლესიის კარდინალი იყო. პაპად აირჩია კონსტანცის საეკლესიო კრებამ (1414-1418). მისი არჩევით ბოლო მოეღო კათოლიკური ეკლესიის დიდ განხეთქილებას. მარტინ V-მ თავისი ხელისუფლების ქვეშ კვლავ გააერთიანა პაპის ოლქის მიწები. იგი დიდ ყურადღებას უთმობდა რომის განაშენიანებას; აღადგინა ხიდები, შენობები, ეკლესიები. მფარველობდა ჰუმანისტებს და ხელოვნებაში მოღვაწეებს. დიდ ყურადღებას უთმობდა აგრეთვე მისიონერთა მოღვაწეობას აღმოსავლეთში. მას 1425 წელს თბილისელ კათოლიკეთა ეპისკოპოსად დაუნიშნავს დომინიკელთა ორდენის წევრი იოანე სანქტმიქაელელი.

Remove ads

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

Remove ads

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads