მელოტრონი

From Wikipedia, the free encyclopedia

მელოტრონი
Remove ads

მელოტრონი — ელექტრო-მექანიკური პოლიფონიური, ფირის გამეორებაზე დაფუძნებული კლავიშებიანი ინსტრუმენტი. იგი შემუშავდა ბირმინგემში (ინგლისი), 1963 წელს. მელოტრონი მომდინარეობს მსგავსი ინსტრუმენტისგან, ჩემბერლენისგან, თუმცა იძლევა მასობრივად ხარისხიანად წარმოების საშუალებას. ინსტრუმენტი მუშაობს მაგნიტური ფირის მის თავში გატარების მეშვეობით. შესაძლებელია ფირის რამდენიმე ნაწილის დაკვრა, რათა მუსიკოსმა მიიღოს სხვადასხვა ხმა.

Thumb
Mk VI მოდელი

სხვადასხვა დროს ინსტრუმენტს იყენებდა მრავალი შემსრულებელი, რომელთა შორის იყვნენ The Beatles, ჯენესისი და King Crimson.

მიუხედავად იმისა, რომ ინსტრუმენტის წარმოება შეწყდა 1986 წელს, მან 1990-იანებში პოპულარობა კვლავ დაიბრუნა და აღდგა მელოტრონის ორიგინალური მწარმოებელიც, Streetly Electronics. 2007 წელს მან გამოუშვა M4000, მოდელის M400 დიზაინით და ადრეული მოდელების ხმების ბიბლიოთეკით.

Remove ads

რესურსები ინტერნეტში

სწრაფი ფაქტები
Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads