მიხეილ ბერძენიშვილი

From Wikipedia, the free encyclopedia

მიხეილ ბერძენიშვილი
Remove ads

მიხეილ ბერძენიშვილი (დ. 2 მაისი, 1914, ტფილისი, რუსეთის იმპერია — გ. 21 ივნისი, 1981, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი, თამაშობდა მარჯვენა ნახევარმცველისა და მარჯვენა შუამარბის პოზიციაზე. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1946).

სწრაფი ფაქტები პირადი მონაცემები, სრული სახელი ...
Remove ads

ბიოგრაფია

იცავდა თბილისის „დინამოს“ ღირსებას. იყო თბილისის, საქართველოსა და ამიერკავკასიის საფეხბურთო ნაკრებთა წევრი. სხვადასხვა საკავშირო თუ საერთაშორისო ამხანაგური შეხვედრების მონაწილე, მათ შორის შვედეთის, ნორვეგიის, დანიის, ფინეთისა და ბასკეთის საფეხბურთო გუნდებთან.

საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 129 მატჩი (36 გოლი). საბჭოთა კავშირის ჩემპიონატების მეორე (1939, 1940) და მესამე (1936 შემოდგომა, 1946) პრიზიორი. საბჭოთა კავშირის თასის გათამაშების ფინალისტი (1936, 1937, 1946). იყო თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი (1948) და გუნდის უფროსი (1955–1957). დინამოელთა მიერ საკავშირო პირველობის უმაღლესი ლიგის ფარგლებში ჩატარებული პირველი მატჩის მონაწილე.[2][3]

Remove ads

მიღწევები

საქართველოს სსრ–ის დროშა დინამო თბილისი

საინტერესო ფაქტები

2018 წელს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით დიდუბის რაიონში, საფეხბურთო კლუბ „დინამოს” ბაზასთან მდებარე უსახელო ქუჩას მიხეილ ბერძენიშვილის სახელი მიენიჭა.[4]

ლიტერატურა

Remove ads

ბიბლიოგრაფია

პერიოდიკა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads