მიხეილ ჭიაურელი

From Wikipedia, the free encyclopedia

მიხეილ ჭიაურელი
Remove ads

მიხეილ ჭიაურელი (დ. 25 იანვარი, 1894, თბილისი — გ. 31 ოქტომბერი, 1974, იქვე) — ქართველი კინორეჟისორი. საბჭოთა დიქტატორის, იოსებ სტალინის, ცხოვრების ამსახველი პომპეზურ-მონუმენტალური ფილმების ავტორი. საქართველოს სახალხო არტისტი (1943), საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1948), სტალინური პრემიის 6-გზის ლაურეატი (1941 (2-ჯერ), 1943, 1946, 1947, 1950).

სწრაფი ფაქტები მიხეილ ჭიაურელი, დაბადების თარიღი ...
Remove ads

ბიოგრაფია

1912 წელს დაამთავრა თბილისის ფერწერისა და ქანდაკების სკოლა (ახლანდელი თბილისის სამხატვრო აკადემია) იაკობ ნიკოლაძის ხელმძღვანელობით. 1915 წლიდან იყო თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის თეატრების მსახიობი, რეჟისორი და მხატვარი. 1921 წელს დააარსა თბილისის სატირის თეატრი. როგორც მსახიობი მონაწილეობდა ფილმებში „არსენა ჯორჯიაშვილი“ (1921), „სურამის ციხე“ (1923)

1925–1927 წლებში იყო „მუშათა თეატრისა“ და „წითელი თეატრის“ რეჟისორი და მხატვრული ხელმძღვანელი. დავით ძნელაძესთან ერთად დააფუძნა მუსიკალური თეატრი. კინოში მისი შემოქმედება დაიწყო მსახიობობით. მიღებული აქვს ვენეციის საკავშირო კინოფესტივალის ოქროს მედალი. 1940 წლიდან იყო კომუნისტური პარტიის წევრი.

Remove ads

ფილმოგრაფია

ფილმების დამდგმელი რეჟისორი

სცენარის ავტორი ფილმებისა

დამდგმელი მხატვარი ფილმებისა

გადაღებულია ფილმებში

Remove ads

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

რესურსები ინტერნეტში

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads