მკვდარი ზღვა
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
მკვდარი ზღვა (ებრ. ים המלח, იამ ჰა-მელახ - „მარილის ტბა“; არაბ. البَحْر المَيّت, ’ალ-ბაჰრ ალ მაჰიით - „მკვდარი ზღვა“) — გაუდინარი მლაშე ტბა, რომელიც მდებარეობს ისრაელისა და იორდანიის საზღვარზე. ფართობი 605 კმ², სიგრძე 67 კმ, სიგანე 18 კმ. უკავია გჰორის ტექტონიკური ღრმულის ყველაზე დაბალი ნაწილი. მკვდარი ზღვა წარმოადგენს ხმელეთის ყველაზე ღრმა დეპრესიას დედამიწაზე, რომლის წყლის დონე ზღვის დონიდან –405 მ-ზე მდებარეობს.[1] მაღალია მარილის შემცველობა (33.7 %).
აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაპირები ციცაბო და კლდოვანია, ჩრდილოეთით და სამხრეთით ეკვრის სანაპირო ვაკე. უმთავრესად საზრდოობს მდინარე იორდანეს წყლით. ჰავა ცხელია, მშრალი, ნალექები 50-100 მმ წელიწადში. აორთქლება ინტენსიურია.
მაღალი მარილიანობის გამო ტბა მოკლებულია ორგანულ სიცოცხლეს. დამახასიათებელია დონის მნიშვნელოვანი რყევა. სანაპიროებზე იღებენ მინერალურ მარილებს.
უძველეს დროში მკვდარი ზღვა ბიბლიური მოვლენების ეპიცენტრში იყო. მის ჩრდილოეთით მდებარეობს ქალაქი იერიქონი და სოდომი და გომორიც ახლოს უნდა ყოფილიყო. იმ ეპოქის მომსწრე სოდომის მთა ჯერაც დგას მკვდარი ზღვის სამხრეთ-დასავლეთ ნაპირზე და მთლიანად ქვამარილისგან შედგება. ეროზიის შედეგად უსაყრდენო სვეტები წარმოიქმნა, რომელთაგან ყველაზე ცნობილს „ლოტის ცოლს“ უწოდებენ. კლდეს ეს სახელი ძველი აღთქმის ერთ-ერთი ამბის მიხედვით შეერქვა, რომლის თანახმად ღმერთმა ქალი მარილის სვეტად აქცია.[2]
მკვდარ ზღვაში ჯერ კიდევ ძველი აღთქმის ეპოქიდან მკურნალობენ. დღესაც აქტიურად სტუმრობენ ამ მიზნისათვის.
Remove ads
რესურსები ინტერნეტში
- მონაცემები მკვდარ ზღვაზე
- მკვდარი ზღვის მონიტორინგი დაარქივებული 2010-11-27 საიტზე Wayback Machine.
- იეზეკიელის წყლის პროექტი
- მოგზაურობა ისრაელში - მკვდარი ზღვა დაარქივებული 2011-07-11 საიტზე Wayback Machine.
- შეჯიბრი მკვდარი ზღვის გადარჩენაზე დაარქივებული 2011-07-20 საიტზე Wayback Machine.
- დოკუმენტური ფილმი
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads