მომხმარებელი:Arkaitz1974/სავარჯიშო
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
- წარმოქმნილ სახელთა მართლწერა; კომპოზიტების (რთული სიტყვების) მართლწერა
- ქართული ენის განმარტებით ლექსიკონი
- ქართული ენის განმარტებით ლექსიკონი
- tbiliselebi.ge
- ქართული ენის სახელოსნო ჟურნალისტებისთვის
„იან“ სუფიქსდართული სიტყვები ერთად იწერება (სამწლიანი, ცამეტწლიანი). თუ სიტყვას წინ ციფრი ან რიცხვი უძღვის, მაშინ დეფისი ჩაჯდება შუაში (3-წლიანი, 13-წლიანი)
ა
წყარო, სადაც არასწორი ფორმა წარმოდგენილია, როგორც სწორი |
ბ
გ
დ
ე
ვ
თ
ი
კ
ლ
მ
ნ
პ
რ
ს
ტ
უ
ფ
ყ
შ
ჩ
ჰ
Remove ads
3. აზრის სრულყოფილად ჩამოყალიბება
დამკვიდრებულია მცდარი მოსაზრება, რომ სამეცნიერო ენა რთული უნდა იყოს. ხშირია მიდრეკილება რთული წინადადების აგებისადმი. პირიქით, ნაშრომის სიმდიდრე ვლინდება აზრის ლაკონიურად გადმოცემაში. მნიშვნელოვანია, აზრი იყოს ღრმა, ხოლო გადმოცემული მაქსიმალურად მარტივი ენით. სამეცნიერო ნაშრომის ავტორი უნდა ერიდოს მაღალფარდოვან ფრაზებს. ავტორმა არ უნდა გამოიყენოს არცერთი ზედმეტი სიტყვა. ზედმეტი სიტყვა ქმნის აზრის არასწორად გაგების საფრთხეს. ის ყურადღებას უდუნებს (უფანტავს) მკითხველს და შესაძლებელია, მისი ყურადღება მნიშვნელოვნიდან უმნიშვნელოზე გადაიტანოს. ხშირად მკითხველი „ნეიტრალური“ სიტყვის მიღმა ეძებს შინაარსს, რომელიც ავტორს არ უგულისხმია. ასევე მაღალფარდოვანი ბუნდოვანი ფრაზა ხანდახან შეუძლებელს ხდის ავტორის სათქმელის გარკვევას. მნიშვნელოვანია სწორი კავშირების გამოყენება. სწორი კავშირი კრავს ტექსტს და საკითხების თანმიმდევრული და სწორი აღქმისათვის შეუცვლელია. ის დამატებითი ბერკეტია სხვადასხვა წინადადების დაწერის მიზნის გასარკვევად. მაგალითად, სიტყვა „უპირველესად“ მიუთითებს მსჯელობის საწყისს, პირველ არგუმენტს, „შემდგომ“ - მომდევნო არგუმენტს, „დაბოლოს“ ასრულებს ტექსტს დამაგვირგვინებელი არგუმენტით. „შემდგომის“ ნაცვლად, უმეტეს შემთხვევაში, შესაძლებელია სიტყვების „აგრეთვე“ ან „ასევეს“ გამოყენება. კონტრარგუმენტს ასევე წინ უძღვის ყურადღების გამამახვილებელი სიტყვა, მაგალითად: „ამასთან“, „თუმცა“. როდესაც ავტორს სურს ორი ურთიერთდაკავშირებული არგუმენტის გამოყენება, მკითხველის ყურადღების გამახვილება ხდება „ერთი მხრივ“ და „მეორე მხრივ“ გამოყენებით. უპირატესობა ენიჭება მოკლე წინადადებებს. თუმცა აზრის სიზუსტე ფრაზის სიმარტივის მსხვერპლი არ უნდა გახდეს.
ბსუ-ში ციტირებისა და ბიბლიოგრაფიის შედგენის წესი

4.გამოყენებული ლიტერატურის ბიბლიოგრაფია რეკომენდებულია შედგეს შემდეგნაირად:
ა) წიგნი ერთი ავტორით — მაგალითი: ზანდუკელი ფიქრია, „წერილები საბავშვო ფოლკლორზე“, გამომცემლობა „ნაკადული“, თბილისი. 1980;
ბ) წიგნი ორი ან მეტი ავტორით — მაგ.: კეკელიძე კორნელი, ბარამიძე ალექსი, „ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია“, გამომცემლობა „მეცნიერება”, თბილისი. 1975;
გ) წიგნი ავტორის გარეშე — მაგალითი: ანდაზა წიგნში: ქართული ხალხური პოეტური შემოქმედება“, თბილისი. 1960;
დ) ჟურნალის/გაზეთის ან სხვა სახის პერიოდული გამოცემის სტატიის აღნიშვნა — მაგალითი: ერთელიშვილი ფარნაოზ, „ანდაზის ცნების საკითხისათვის“, ჟ. „მნათობი“. № 3, თბილისი. 1957;
ე) რედაქტორის ან კომპილატორის მითითება — მაგალითი: დუდუჩავა მამია, (რედაქტორი), „ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი“, გამომცემლობა „ნაკადული“, თბილისი. 1975;
ვ) ენციკლოპედიის ან ლექსიკონის აღნიშვნა (დამოწმება) ხდება ავტორის (ავტორთა გვარების) ან სათაურის მითითებით, ზუსტად ისე, როგორც შიდატექსტური დამოწმების ზემოაღნიშნულ პუნქტებშია მოცემული — მაგალითად: „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი“, ტ. I, რედაქტორი არაბული ავთანდილ, თბილისი. 2008;
ზ) ბიბლიის დამოწმების შემთხვევაში — ფრჩხილებში ჩაიწერება დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით ბიბლიური წიგნის შემოკლებული სახელწოდება, სასვენი ნიშანი — წერტილი, შესაბამისი თავის ნომერი, სასვენი ნიშანი — ორწერტილი, ბიბლიის შესაბამისი მუხლი, მაგალითად: (დაბ., 15:21); ან (გამ., 15:16);
თ) გამოუქვეყნებელი ინტერვიუს ან საავტორო ხელნაწერის მითითების შემთხვევაში — მაგალითად: ჩხაიძე ალექსანდრე, „სკოლა-88“. ხელნაწერი, ბათუმი. 1978;
ი) თეზისები ან სადისერტაციო ნაშრომის დასკვნები (დებულებები) მიეთითება — მაგალითად: ჩოხარაძე თამარ, „სახელი სამხრულ კილოებში“, სადოქტორო დისერტაცია, საჯარო სამართლის იურიდიული პირი — ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმი. 2017;
კ) პატენტის აღნიშვნის შემთხვევაში უნდა მიეთითოს: გვარი, ინიციალი, სრული სათაური. გამოცემის ადგილი, პატენტის ნომერი, გამოქვეყნების თარიღი, განაცხადის ნომერი, განაცხადის შეტანის თარიღი — მაგალითად უცხოენოვან ნაშრომში: Cunningham Brian T. Method and instrument for detecting biomolecular interactions. USA Pat . No. 7292336. 6.11.2007. Appl. No.: 11/605,798. Filed: 28.03.2007;
ლ) საარქივო მასალის აღნიშვნის შემთხვევაში — მაგალითად: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, კალისტრატე ცინცაძის პირადი ფონდი, საქმე №102. 1949;
მ) ინტერნეტიდან ელექტრონული დოკუმენტის ან მასალის შემთხვევაში მიეთითება ავტორის გვარი, სახელი (ინტერნეტში პუბლიკაციის თარიღი), დოკუმენტის სათაური, ნაშრომის სათაური სრულად, ნაშრომის ინტერნეტში მოძიების თარიღი და საიტის მისამართი — მაგალითად:
ინტერნეტ-წიგნი — დიუმა ალექსანდრე. (ოქტომბერი, 2016). „კავკასია“. მოძიებულია 1 მაისი, 2017, https://4love.ge/wignebi/120012-aleqsandre-diuma-kavkasia.html
საგაზეთო სტატია ინტერნეტიდან — ხარშილაძე ირმა. (თებერვალი, 2017). „რუსულ ტყვიამფრქვევს სხეულით გადაეფარა და ქართველ იუნკრებს მტერთან ბრძოლის გასაგრძელებლად გაუხსნა გზა“. მოძიებულია 1 მაისი, 2017, http://www.kvirispalitra.ge/history/33707-qrusul-tyviamfrqvevs-skheulith-gadaefara-da-qarthvel-iunkrebs-mterthan-brdzolis-gasagrdzeleblad-gaukhsna-gzaq.html
ჟურნალის სტატია ინტერნეტიდან — კარელიძე თამარ. (აგვისტო, 2016). „ქიმიური იარაღი დამასკოს გარეუბანში — რა შეეშალა დასავლურ მედიას?“ მოძიებულია 1 მაისი, 2017, https://www.mediachecker.ge/wiki/tendenciebi/article/48955-qimiuri-iaraghi-damaskos-gareubanshi-ra-sheeshala-dasavlur-medias
ნ) ერთსა და იმავე წელს გამოცემული რამდენიმე ნაშრომი (ცალკე ან თანაავტორობით) ან ერთი და იგივე ნაშრომი (გაგრძელებებით) რამდენიმე ნომერში სამეცნიერო ნაშრომში უნდა მიეთითოს ანბანური განრიგით, მაგალითად: (კაკაბაძეა 1921ა: 21), (კაკაბაძე 1921ბ: 27).
Remove ads
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads