მონფერატო
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
მონფერატო (იტალ. Monferrato) — ჩრდილოეთ იტალიაში მდებარე პიემონტის რეგიონის ნაწილი. შუა საუკუნეებში მარკიზატის სახით არსებობდა დღევანდელი ლომბარდიის ტერიტორიაზე. მდებარეობდა ტურინსა და გენუას შორის.
2014 წლის 22 ივნისს მონფერატო შეიყვანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში[1].
Remove ads
ისტორია
მარკიზატი მოიცავდა 2750 კმ² ტერიტორიას, რომლის დედაქალაქი იყო მონფერატო. კარლ დიდის დროს მონფერატოს გრაფები მართავდნენ, ხოლო 967 წელს ოტო I-მა აქ მარკიზატი დააარსა. მონფერატოს მარკიზებმა თავი გამოიჩინეს ჯვაროსნული ლაშქრობების დროს. მარკიზ გულიელმო VI-ის 2 ვაჟი და შვილიშვილი მეფეებიც კი გახდნენ.
- კონრად I – იერუსალიმის მეფე († 1192)
- ბონიფაციუს II – თესალონიკის მეფე († 1207)
- ბალდუინ V – იერუსალიმის მეფე († 1186)
XIV საუკუნეში მარკიზატი მემკვიდრეობით მიიღო პალეოლოგოსების დინასტიამ. 1533 წელს მონფერატო გონძაგას დინასტიის საკუთრება გახდა. მანტუის მემკვიდრეობისთვის ომის (1628-1631) შემდეგ მონფერატოს ნაწილი სავოიის მარკიზებმა დაისაკუთრეს, დარჩენილი ნაწილი საბოლოოდ 1708 წელს მიიღეს, როცა იმპერატორმა ლეოპოლდ I მონფერატო გონძაგას დინასტიამ ჩამოართვა.
Remove ads
იხილეთ აგრეთვე
- მონფერატოს მარკიზების სია
რესურსები ინტერნეტში
- Basso Monferrato Tourist Board
- Alto Monferrato Tourist Board
- Monferrato's wines
- Sacro Monte di Crea
- Communities of hills between Langhe and Monferrato
- MonferratoArte (იტალიური) A historical and bibliographical directory of artists active in the extra-urban Churches of the Diocese of Casale Monferrato.
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads