მოსფილმი
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
მოსფილმი (რუს. Мосфи́льм) — საბჭოთა და რუსული კინოსტუდია.[1]
„მოსფილმი“ დაარსებულია 1924 წელს და ერთ-ერთი მსხვილი კინოსტუდიაა ევროპაში. 2020 წლის მონაცემებით მის ბაზაზე შეიქმნა 2500-ზე მეტი სრულმეტრაჟიანი კინოფილმი. მათ შორისაა ცნობილი ფილმები: „კაპიტან გრანტის შვილები“ (1936), „ვოლგა-ვოლგა“ (1938), „რუსლანი და ლიუდმილა“ (1938), „კუტუზოვი“ (1943), „ადმირალი ნახიმოვი“ (1946), „სიმწიფის ატესტატი“ (1954), „მიფრინავენ წეროები“ (1957), „ძოწის სამაჯური“ (1964), „ომი და მშვიდობა“ (1965-67), „ოპერაცია „Ы“ და შურიკის სხვა თავგადასავლები“ (1965), „კავკასიელი ტყვე-ქალი“ (1966), „ანა კარენინა“ (1967), „მაიორი ვიხრი“ (1967), „ბრილიანტის ხელი“ (1968), „ძმები კარამაზოვები“ (1968), „არ იდარდო!“ (1969), „თორმეტი სკამი“ (1971), „იტალიელების საოცარი თავგადასავალი რუსეთში“ (1973), „ბედის ირონია, ანუ გაამოთ“ (1975), „ბოშათა ბანაკი ცას მიემგზავრება“ (1975), „მიმინო“ (1977), „სამსახურებრივი რომანი“ (1977), „ავტოფარეხი“ (1979), „მოსკოვს ცრემლების არ სჯერა“ (1979), „თეირანი-43“ (1980), „საპასუხო სვლა“ (1981), „ეძიეთ ქალი“ (1982), „პასპორტი“ (1990) და სხვ.
კინოსტუდიაში მოღვაწეობდნენ ცნობილი რეჟისორები: ლეონიდ გაიდაი, სერგეი ბონდარჩუკი, ვლადიმერ გერასიმოვი, ალექსანდრე ალოვი, ვლადიმერ ნაუმოვი, ვლადიმერ ბასოვი, მიხეილ კალატოზიშვილი, მერი ანჯაფარიძე, გიორგი დანელია, გიორგი შენგელაია, ომარ გვასალია, თამაზ მელიავა, ელდარ რიაზანოვი, ემილ ლოტიანუ, ვლადიმერ მენშოვი, ალა სურიკოვა, კარენ შახნაზაროვი და სხვ.
2011 წელს კორპორაცია „Google“-მა და კინოსტუდია „მოსფილმმა“ გამოაცხადეს ურთიერთ პარტნიორული შეთანხმებისა და ვიდეოპორტალ „YouTube“-ზე „მოსფილმის“ არხის გაშვების შესახებ.[2]
Remove ads
განყოფილებები[3]
|
|
Remove ads
ჯილდოები
- 1939 — ლენინის ორდენი
- 1974 — ოქტომბრის რევოლუციის ორდენი
ფოტოგალერეა
- შესასვლელი კინოსტუდიის ტერიტორიაზე
- მთავარი კორპუსი (1931)
- შენობის მეორადი ბლოკი (1956—1959)
- ტბორი კინოსტუდიის ტერიტორიაზე
- კინოსტუდიის ტერიტორია
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 145.
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: მოსფილმი
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads