მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 1930

From Wikipedia, the free encyclopedia

მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 1930
Remove ads

მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 1930ფიფა-ს მსოფლიო თასის პირველი გათამაშება, რომელიც ურუგვაიში ჩატარდა 13-დან 30 ივლისამდე. ფიფა-მ ეს სამხრეთამერიკული ქვეყანა იმიტომ აირჩია, რომ ისინი ფეხბურთში მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონები იყვნენ. ამასთანავე, აღინიშნებოდა მათი დამოუკიდებლობის ასი წლისთავი და მსოფლიო ჩემპიონატის ამ ქვეყანაში ჩატარება ზეიმის ელფერს მიიღებდა. ჩემპიონატის ყველა მატჩი გაიმართა დედაქალაქ მონტევიდეოში, უმეტესობა სენტენარიოს სტადიოზე, რომელიც სპეციალურად ამ ტურნირისათვის აშენდა.

სწრაფი ფაქტები მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 1930 1er Campeonato Mundial de Futbol, 1934 → ...

ჩემპიონატში სულ 13 ქვეყანა მონაწილეობდა: 7 სამხრეთ ამერიკიდან, 4 ევროპიდან, ხოლო 2 ჩრდილოეთ ამერიკიდან. შეჯიბრება შერეული წესით ჩატარდა: გუნდები ოთხ ქვეჯგუფებად დაიყვნენ და წრიულად ითამაშეს. ჯგუფის გამარჯვებულები პლე-ოფში გავიდნენ და ოლიმპიური სისტემით განაგრძეს ასპარეზობა.

მსოფლიო ჩემპიონატის პირველი შეხვედრები შედგა 1930 წლის 13 ივლისს და დასრულდა საფრანგეთისა და აშშ-ის ნაკრებების გამარჯვებით, რომლებმაც, შესაბამისად, მექსიკა 4–1 და ბელგია 3–0 დაამარცხეს. პირველი გოლი მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში გაიტანა ფრანგმა ლუსიენ ლორანმა. ფინალში, ურუგვაიმ 93 ათასი მაყურებლის წინაშე დაამარცხა არგენტინის ნაკრები ანგარიშით 4–2 და გახდა მსოფლიო ჩემპიონატის პირველი გამარჯვებული.[1]

Remove ads

შერჩევის პროცესი

1930 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის მასპინძლობის კანდიდატები ურუგვაისთან ერთად იყვნენ იტალია, შვედეთი, ნიდერლანდები და ესპანეთი.[2][3]

ტურნირის მიმდინარეობა

I ჯგუფი

ამ ჯგუფში კენჭისყრით არგენტინა, საფრანგეთი, მექსიკა და ჩილე მოხვდნენ. არგენტინელებმა გაამართლეს ფავორიტის სტატუსი. ფრანგებმა დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს არგენტინელებს, თუმცა დამარცხდნენ მინიმალური ანგარიშით 1:0. თვითმხილველებმა მსაჯის არაობიექტურობაც აღნიშნეს. მატჩის 84-ე წუთზე ფრანგი ფეხბურთელი მეკარესთან პირისპირ გავიდა და ამ დროს მსაჯმა საფინალო სასტვენის ნიშანი მისცა.[4] ამ მატჩამდე საფრანგეთი მექსიკის ნაკრებს შეხვდა. ეს მატჩი იმითაა აღსანიშნავი, რომ ფრანგმა ლუსიენ ლორანმა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში პირველი გოლი გაიტანა, მისმა ნაკრებმა კი ანგარიშით 4:1 იმარჯვა. არგენტინას მსაჯმა დახმარება მექსიკასთანაც გაუწია. მან არგენტინის კარში პენალტი ორჯერ დანიშნა, თუმცა, რადგანაც მაშინ ნაბიჯებით ზომავდნენ საპენალტე ადგილს, აღმოჩნდა, რომ მექსიკელებს ორივე დარტყმა 15 მეტრიდან შეუსრულებიათ.[4] მექსიკელებმა ხსენებული ეპიზოდების გამოყენება ვერ შეძლეს, საბოლოოდ კი 6:3 დამარცხდნენ. არგენტინელებმა მესამე მატჩშიც დაამარცხეს ჩილე და ნახევარფინალისკენ გზა გაიკაფეს.

II ჯგუფი

ამ ჯგუფში სამი გუნდი ეცილებოდა პირველობას: ბრაზილია, იუგოსლავია და ბოლივია. ბრაზილიელები მოულოდნელად დამარცხდნენ სლავებთან. ევროპელებმა მეორე მატჩიც იოლად მოუგეს ბოლივიის სუსტ გუნდს და ნახევარფინალში გავიდნენ. როგორც შემდგომ აღმოჩნდა, იუგოსლავია ერთადერთი ევროპული გუნდი აღმოჩნდა, რომელმაც ტურნირის ამ ეტაპზე გააღწია.

III ჯგუფი

როგორც მოსალოდნელი იყო, ურუგვაის უპრობლემოდ ხვდა პირველი ადგილი მესამე ჯგუფში. მათ ზედმეტი გართულების გარეშე მოუგეს რუმინეთსა (4:0) და პერუს (1:0).

IV ჯგუფი

ყველაზე დიდი მოულოდნელობა ნახევარფინალში აშშ-ის გასვლა იყო. როგორც გაირკვა, მათ გუნდში ინგლისელი პროფესიონალები ჰყოლიათ, რომლებიც ამერიკის მოქალაქეები იყვნენ. ჩრდილოამერიკელებმა ერთნაირი ანგარიშით – 3:0 დაამარცხეს ბელგიელები და პარაგვაელები.

ნახევარფინალი

ნახევარფინალში არგენტინელები ამერიკელებს, ხოლო ურუგვაელები იუგოსლავიელებს დაუპირისპირდნენ. ორივე მატჩი სამხრეთამერიკელების გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 6:1. ევროპელები მსაჯმაც დაჩაგრა. მან აშკარა წესის დარღვევით გატანილი გოლები ჩაუთვალა მასპინძლებს (ერთ–ერთ მომენტში ურუგვაელს საგოლე გადაცემა პირით ხაზს იქით მდგარმა პოლიციელმა გაუკეთა. ამასთანავე, სტუმრებს გოლი არ ჩაუთვალა.[4]

ფინალი

ფინალში ერთმანეთის პირისპირ ურუგვაელი და არგენტინელი ფეხბურთელები წარდგნენ. პირველ ტაიმში უპირატესობა არგენტინელებს ჰქონიათ, მართალია, თავიდან ურუგვაელები დაწინაურდნენ დორადოს გოლით, მაგრამ შესაბამისად, 35–ე და 37–ე წუთებზე პესელიმ და სტაბილემ წინ გაიყვანეს არგენტინის ნაკრები.

შესვენების შემდეგ ურუგვაელებმა თავბრუდამხვევი ტემპი შესთავაზეს სტუმრებს და ანგარიში სეას გოლით გაათანაბრეს, ხოლო ირიარტემ და კასტრომ კიდევ შეაგდეს თითო ბურთი და წინ გავიდნენ. მსაჯის საფინალო სასტვენმა პირველი მსოფლიო ჩემპიონი გამოავლინა – ურუგვაი!

ამ გამარჯვებამ ეროვნული დღესასწაულის სახე მიიღო. მონტევიდეოში ხალხი გამარჯვებას ზეიმობდა. თურმე ფინალური მატჩის დროს ურუგვაიში მიმდინარეობდა საპარლამენტო სხდომა, მაგრამ ურუგვაის საკანონმდებლო ორგანომ ვერ შეძლო სახელმწიფო საქმეებისათვის ყურადღება დაეთმო: ისინი ფიქრით და გონებით სტადიონზე იმყოფებოდნენ და როდესაც მათ თანამემამულეთა გამარჯვების ამბავი მოახსენეს, მაშინვე სრული შემადგენლობით სტადიონისკენ გაემართნენ, სადაც ფეხბურთელებს წარმატება მიულოცეს. ამ დროისათვის არგენტინაში საპირისპირო განწყობა სუფევდა. გულშემატკივრებმა ჯავრი მათ ქვეყანაში მცხოვრებ ურუგვაელებზე იყარეს და გული მოიოხეს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ურუგვაელები მეტად სერიოზულად ეკიდებოდნენ ამ შეჯიბრებას. გუნდი ჩემპიონატის დაწყებამდე ორი თვით ადრე შეიკრიბა. ნაკრებში რკინის დისციპლინა სუფევდა, ასევე იყო ქანცგამომცლელი ვარჯიშები. თურმე მათ მწვრთნელს, ალბერტო სუპიჩს მათი მეკარის მასალის დამსახურება არად ჩაუგდია (იგი 1924 და 1928 წლების ოლიმპიადების გმირი იყო) და ბაზის დატოვების გამო ნაკრებიდან გაუთავისუფლებია.

გუნდის ძირითად ბირთვს 1928 წლის ოლიმპიადის მომგები ფეხბურთელები წარმოადგენდნენ. ყოველი მატჩის წინ მწვრთნელი საკუთარ შეგირდებს ეუბნებოდა: „მე ყველაფერი გავაკეთე, რაც ჩემზე იყო დამოკიდებული, დანარჩენი თქვენ იცით, გადით მოედანზე და გააკეთეთ ის, რაც აქამდე გისწავლიათ“.

იმდროინდელ ფეხბურთს კარგად ასახავდა დევიზი: „გამარჯვების მისაღწევად ყველა საშუალება კარგია“. ეს კარგად გამოჩნდა ამ და შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე.

Remove ads

ქალაქები და სტადიონები

1930 წელს ყველა მატჩი ჩატარდა მონტევიდეოში.

შედეგები

ჯგუფური ეტაპი

I ჯგუფი

მეტი ინფორმაცია გუნდი, მ ...

II ჯგუფი

მეტი ინფორმაცია გუნდი, მ ...

III ჯგუფი

მეტი ინფორმაცია გუნდი, მ ...

IV ჯგუფი

მეტი ინფორმაცია გუნდი, მ ...

პლეი-ოფი

ნახევარფინალი

არგენტინის დროშა არგენტინააშშ-ის დროშა აშშ 6:1
ურუგვაის დროშა ურუგვაიიუგოსლავიის დროშა იუგოსლავია 6:1

ფინალი

ურუგვაის დროშა ურუგვაიარგენტინის დროშა არგენტინა 4:2

Remove ads

მსოფლიო თასის მფლობელი 1930

მეტი ინფორმაცია მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული ...
წინამორბედი:
ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი
1930
შემდეგი:
1934

ბომბარდირები

8 ბურთი

  • არგენტინის დროშა გილიერმო სტაბილე

5 ბურთი

  • ურუგვაის დროშა პედრო სეა

4 ბურთი

  • ჩილეს დროშა გილერმო სუბიაბრე
  • აშშ-ის დროშა ბერტ პატენაუდი

3 ბურთი

  • არგენტინის დროშა კარლოს პეუსელე
  • ბრაზილიის დროშა პრეგინიო
  • ურუგვაის დროშა პერეგრინო ანსელმო
  • იუგოსლავიის დროშა ივან ბეკი

2 ბურთი

  • არგენტინის დროშა ლუის მონტი
  • არგენტინის დროშა ადოლფო სუმელსუ
  • ბრაზილიის დროშა მოდერატო
  • ჩილეს დროშა გილერმო სუბიაბრე
  • ჩილეს დროშა კარლოს ვიდალი
  • საფრანგეთის დროშა ანდრე მაშინო
  • მექსიკის დროშა მანუელ როსასი
  • ურუგვაის დროშა ექტორ კასტრო
  • ურუგვაის დროშა პაბლო დორადო
  • ურუგვაის დროშა სანტოს ირიარტე
  • იუგოსლავიის სამეფოს დროშა ჯორჯე ვუიადინოვიჩი

1 ბურთი

  • არგენტინის დროშა მარიო ევარისტო
  • არგენტინის დროშა ალეხანდრო სკოპელი
  • არგენტინის დროშა ფრანცისკო ვარალო
  • ჩილეს დროშა კარლოს ვიდალი
  • საფრანგეთის დროშა მარსელ ლანჟიე
  • საფრანგეთის დროშა ლუსიენ ლორანი
  • მექსიკის დროშა ხუან კარენიო
  • მექსიკის დროშა რობერტო გაიონი
  • პარაგვაის დროშა ლუის ვარგას პენა
  • პერუს დროშა ლუის სოუზა ფერეირა
  • რუმინეთის დროშა შტეფან ბარბუ
  • რუმინეთის დროშა ადალბერტ დესუ
  • რუმინეთის დროშა კონსტანტინ სტანციუ
  • აშშ-ის დროშა ჯიმ ბრაუნი
  • ურუგვაის დროშა ექტორ სკარონე
  • იუგოსლავიის დროშა ბლაგოე მარიანოვიჩი
  • იუგოსლავიის დროშა ბრანისლავ სეკულიჩი
  • იუგოსლავიის დროშა ალექსანდარ ტირნანიჩი
  • იუგოსლავიის დროშა დორდე ვუიადინოვიჩი
Remove ads

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads