მუჰამედ-შაჰ ყაჯარი

From Wikipedia, the free encyclopedia

მუჰამედ-შაჰ ყაჯარი
Remove ads

მუჰამედ შაჰ ყაჯარი (სპარს. محمد شاه قاجار; დ. 5 იანვარი, 1808 — გ. 5 სექტემბერი, 1848) — ირანის შაჰი 1834–1848 წლებში. ყაჯარების მესამე წარმომადგენელი. აბას-მირზას ვაჟი და ფათალი-შაჰის მემკვიდრე.

სწრაფი ფაქტები მუჰამედ-შაჰი, ყაჯართა ირანის მე-3 შაჰი ...

დაიბადა 1808 წელს, თავრიზში, ფათალი-შაჰის მმართველობის პერიოდში. ტახტის მემკვიდრედ ითვლებოდა მისი მამა აბას-მირზა, რომელიც აზერბაიჯანის ბეგლარბეგი იყო, თუმცა მთელ ირანსაც ფაქტობრივად იგი განაგებდა. თუმცა, აბასი 1833 წელს გარდაიცვალა და ტახტის მემკვიდრედ სწორედ მუჰამედ-მირზა იქცა.

მუჰამედი ტახტზე ავიდა ფათალი-შაჰის გარდაცვალების შემდეგ, 1834 წლის 23 ოქტომბერს.

მას ჰქონდა ორი მცდელობა დაეკავებინა ჰერათი და დაემარცხებინა ბრიტანელები. სწორედ ამ მიზნით გააგზავნა მან ელჩობა საფრანგეთში. 1839 წელს, საფრანგეთიდან დახმარება ჩამოვიდა, მაგრამ ორივე მცდელობა აეღოთ ჰერათი, უშედეგოდ დასრულდა.

1846 წელს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შაჰს გაუგზავნა წარმომადგენელი მონათვაჭრობის აკრძალვასთან დაკავშირებით მოლაპარაკების მიზნით. მუჰამედი წინააღმდეგი იყო ამ შეზღუდვის დაწესებისა, მაგარმ 1848 წელს, მისი მმართველობის დასასრულს, ბრიტანეთის დაჟინებული მოთხოვნით, იძულებული გახდა მონებით ვაჭრობა აეკრძალა.

გარდაიცვალა 1848 წლის 5 სექტემბერს, 40 წლის ასაკში. მუჰამედ-შაჰის გარდაცვალების შემდეგ ირანის მმართველი გახდა მისი უფროსი ვაჟი ნასერ ალ-დინ შაჰი.

Remove ads

შვილები

  • ნასერ ალ-დინ შაჰი (16 ივლისი, 1831 – 1 მაისი, 1896)
  • აბას მირზა (27 ნოემბერი, 1839 – 14 აპრილი, 1897)
  • მუჰამედ მირზა (1840 – 1901)
  • აბდულ-სამად მირზა (1843 – 1929)

რესურსები ინტერნეტში

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads