ნაგები
მყინვარი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
ნაგები — ხეობის ტიპის მყინვარი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ენგურის აუზში. სიგრძე 5,5 კმ, ფართობი 6,4 კმ². მყინვარის ენა ეშვება ზღვის დონიდან 2430 მ სიმაღლემდე. ნაგები საზრდოობს მყინვარული ნაკადებითა და ზვავებით. მყინვარზე აქვს სათავე მდინარე წანერის ერთ-ერთ შენაკადს. ასვლა შეიძლება სოფელ ჟაბეშიდან.
Remove ads
ლიტერატურა
- ხაზარაძე რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 283.
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads