ნატალი პორტმანი

From Wikipedia, the free encyclopedia

ნატალი პორტმანი
Remove ads

ნატალი პორტმანი (ებრ. נטלי פורטמן, დაბადების სახელი ნატალი ჰერშლაგი; დ. 9 ივნისი, 1981) — ამერიკელი ებრაელი მსახიობი.

სწრაფი ფაქტები ნატალი პორტმანი, დაბადების სახელი ...
Remove ads

ბიოგრაფია

ნატალი პორტმანი დაიბადა იერუსალიმში, ისრაელი.[1][2] მამამისი, ავნერ ჰერშლაგი ებრაელი ექიმია,[3][4] დედამისი, ამერიკელი შელი სტივენსი კი ახლა მის აგენტად მუშაობს.[3] დედის მხრიდან მისი წინაპრები იყვნენ ებრაელი ემიგრანტები ავსტრიიდან და რუსეთიდან, მამის მხრიდან კი ემიგრანტები პოლონეთიდან და რუმინეთიდან. მამის მხრიდან ნატალის პაპა, ვისი მშობლებიც ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში დაიღუპნენ, იყო პროფესორი ეკონომიკურ კათედრაზე ისრაელსი და მისი რუმინელი დიდი ბებია კი მეორე მსოფლიო ომის დროს დიდი ბრიტანეთისთვის მომუშვე ჯაშუში.[5][6]

მისი დებიუტი შედგა 1994 წელს ფრანგულ ფილმ „ლეონში“, სადაც მსახიობი განასახიერებს ობოლ ბავშვს. 1990–იან წლებში მას წილად ხვდა მთავარი როლები ისეთ ფილმებში, როგორიცაა „ლამაზი გოგონები“ და „ყველგან, მაგრამ არა აქ“. შემდეგ კი შეასრულა პადმე ამიდალას როლი „ვარსკვლავური ომების“ ახალ ტრილოგიაში. 1999 წელს მან ჩააბარა ჰარვარდის უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე. 2003 წელს მან მიიღო ბაკალავრის ხარისხი.

2001 წელს პორტმანმა მონაწილეობა მიიღო ნიუ-იორკის სახალხო თეატრის სპექტაკლში „თოლია“ მერილ სტრიპთან, კევინ კლაინთან და ფილიპ სეიმორ ჰოფმანთან ერთად. 2005 წელს ის ნომინირებული იყო ოსკარზე და მოიგო ოქროს გლობუსი ფილმში „სიახლოვე“ განსახიერებული მეორეხარისხოვანი როლისთვის. მან გადაიპარსა თავი და ისწავლა ბრიტანული აქცენტით საუბარი ფილმისთვის „V ანუ ვენდეტა“ (2006), რისთვისაც მან დაიმსახურა Constellation Award for Best Female Performance და Saturn Award for Best Actress. მან ითამაშა ისტორიულ დრამებში „გოიას ლანდები“ (2006) და „კიდევ ერთი ბოლეინის გვარიდან“ (2008). 2008 წლის მაისში ის გახდა კანის კინოფესტივალის ჟიურის ყველაზე ახალგაზრდა წევრი რიგით 61-ე დაჯილდოებაზე.[7] პორტმანის სარეჟისორო დებიუტმა, „ივი“, გახსნა ვენეციის კინოფესტივალის 65-ე დაჯილდოების მოკლემეტრაჟიან ფილმთა კონკურსი.[8]

Remove ads

ფილმოგრაფია

მეტი ინფორმაცია წელი, ქართულად ...
Remove ads

თეატრი

მეტი ინფორმაცია წელი, სპექტაკლი ...

რესურსები ინტერნეტში

სწრაფი ფაქტები
სწრაფი ფაქტები

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads