ნაფოტა
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
ნაფოტა (ლათ. Rutilus) — თევზების გვარი კობრისებრთა ოჯახისა. მათი სხეულის სიგრძე 25 სმ, იშვიათად 50 სმ. მასა 500 გ აღწევს. ნახევრად გამსვლელი და მტკნარი წყლის ფორმებია. გვარში 10-მდე სახეობაა, რომელთაგან საქართველოში (რიონში, ტეხურში, ენგურში, ხობში, ბებესირის და პალიასტომის ტბაში) გვხვდება 2: ნაფოტა (Rutilus rutilus) და მორევის ნაფოტა (Rutilus frisi). მტკვარში, ხრამში, ალაზანში, თბილისის ზღვაში, ჯანდარის ტბაში გვხვდება ნაფოტას ქვესახეობა მტკვრის ნაფოტა (Rutilus rutilus caspius). ნაფოტა სარეწაო მნიშვნელობის თევზებია (ვობლა, ტარანი). იყენებენ ნედლს, შებოლილს, დამარილებულს.
Remove ads
ლიტერატურა
- დემეტრაშვილი მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 333.
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads