ნაძვი

From Wikipedia, the free encyclopedia

ნაძვი
Remove ads

ნაძვი (ლათ. Picea) — წიწვოვან მცენარეთა გვარი ფიჭვისებრთა ოჯახისა.

სწრაფი ფაქტები ნაძვი, მეცნიერული კლასიფიკაცია ...

ნაძვი მარადმწვანე ტანმაღალი (20–50 მეტრი) ხეა. წიწვები მეტწილად ოთხწახნაგოვანი აქვთ, იშვიათად ბრტყელი და წაწვეტებული. ერთსახლიანი მცენარეა. აერთიანებს 40–მდე სახეობას, რომლებიც გავრცელებულია ევროპაში, აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. საქართველოში გავრცელებულია მხოლოდ ერთი სახეობა — აღმოსავლეთის ნაძვი (ლათ. Picea orientalis).

გავრცელებულია უმთავრესად დასავლეთ საქართველოსა და ბორჯომის ხეობაში, აღმოსავლეთით მისი გავრცელების საზღვარი მიჰყვება კავკასიონის მთავარ ქედს გუდამაყრის არაგვის ხეობამდე და სამხრეთ მთიანეთს თბილისის მერიდიანამდე. იზრდება ზღვის დონიდან 2200–2300 (2400) მეტრამდე, თუმცა ტენიანსა და დაჩრდილულ ხეობებში (აჭარაში) 100–80 მეტრამდე ეშვება. ტყის მასივებს ქმნის უმთავრესად ნაძვისა და სოჭის სარტყელში ზღვის დონიდან 1500–1800 მეტრი.

საქართველოს ფარგლებს გარეთ იგი გავრცელებულია ჩრდილო კავკასიასა და თურქეთში. 15–20 წლამდე იზრდება შედარებით ნელა, შემდეგ კი საკმაოდ სწრაფად; მსხმოიარობას თავისუფლად მდგომი ხე 20–25 წლისა იწყებს, ტყეში კი — უფრო გვიან. იძლევა მაღალი ღირსების მერქანს.

საქართველოში, გარდა ადგილობრივი ნაძვისა, ბაღ-პარკებსა და ნაწილობრივ ტყის კულტურაში გვხვდება აგრეთვე ინტროდუცირებული სახეობები: ევროპული ნაძვი (ლათ. Picea excelsa), ჰიმალაური ნაძვი (ლათ. Picea morinda), ვერცხლისფერი ანუ მჩხვლეტავი ნაძვი (ლათ. Picea pungens) და სხვ. ნაძვი ჩრდილის ამტანი, ყინვაგამძლე, მეზოფილური ჯიშია. ცოცხლობს 250–300, იშვიათად 500 წლამდე.

Remove ads

გალერეა

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads