ნეფთჩი ბაქო (საფეხბურთო კლუბი)

From Wikipedia, the free encyclopedia

ნეფთჩი ბაქო (საფეხბურთო კლუბი)
Remove ads

„ნეფთჩი“ (აზერ. Neftçi) — აზერბაიჯანული საფეხბურთო კლუბი ქალაქ ბაქოდან. ჩამოყალიბდა 1937 წლის 18 მარტს. ასპარეზობს აზერბაიჯანის პრემიერლიგაში. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ტიტულოვანი საფეხბურთო კლუბი აზერბაიჯანული ფეხბურთის ისტორიაში. საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (1966), აზერბაიჯანის რვაგზის ჩემპიონი, სამგზის ვიცე-ჩემპიონი და შვიდგზის ბრინჯაოს პრიზიორი, აზერბაიჯანის თასის ექვსგზის მფლობელი და ოთხგზის ფინალისტი, აზერბაიჯანის სუპერთასის ორგზის მფლობელი. თანამეგობრობის თასის მფლობელი (2006) და ფინალისტი (2005). საშინაო მატჩებს ატარებს ბაქსელ არენაზე.[1][2][3]

სწრაფი ფაქტები სრული სახელი, მეტსახელი ...
Remove ads

ისტორია

1937–1968 წლებში კლუბი „ნეფტიანიკის“ სახელით გამოდიოდა საფეხბურთო ასპარეზზე.[4][5] 1968 წლიდან დღემდე — ამჟამინდელი სახელწოდებით იცავს აზერბაიჯანული ფეხბურთის ღირსებას. ბაქოს „ნეფთჩი“, რომელიც დაარსების დღიდან ათწლეულების განმავლობაში თავისი ქვეყნის უპირველეს საფეხბურთო კლუბად ითვლებოდა — საკავშირო ჩემპიონატების ყველა რანგის ოფიციალურ შეჯიბრებებში ღებულობდა მონაწილეობას, მათ შორის — უმაღლესი ლიგის, მეორე ჯგუფის, „ბ“ კლასის, პირველი ლიგის ჩემპიონატებზე, საკავშირო თასისა და ფეხბურთის ფედერაციის თასის გათამაშებებზე. კლუბის მრავალწლიანი ისტორიიდან და იმ მოცემულობიდან გამომდინარე, თუ რამდენად დიდ როლს თამაშობდა იგი ქვეყნის სპორტულ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ფეხბურთის სპეციალისტებისა და უპირველესად, გულშემატკივრების გუნდისადმი დამოკიდებულების გათვალისწინებით — ბაქოს „ნეფთჩი“ დღემდე აზერბაიჯანული ფეხბურთის ფლაგმანად რჩება.

კლუბის სახელით პირველი გოლი საკავშირო საფეხბურთო ტურნირების ოფიციალურ შეხვედრებში პაველ შტირლინმა 1937 წლის 24 მაისს, შეხვედრის 87-ე წუთზე — ერევნის „დინამოსთან“ გამართულ საბჭოთა კავშირის თასის გათამაშების 1/64 ფინალური ეტაპის მატჩში გაიტანა.[6][7].

1946–1948 წლებში საკავშირო ჩემპიონატების მეორე ჯგუფში გამოდის. უმაღლეს ლიგაში პირველად 1949 წელს იასპარეზა. თავის სადებიუტო სეზონში გუნდმა 34 კალენდარული შეხვედრა გამართა, რომელთაგან 6 მოიგო, 16 დათმო, 12 ფრედ დაამთავრა, ბურთების შეფარდებით — 26–42-თან და 24 ქულით გათამაშების სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილი დაიკავა.

1950 წლის სეზონში ბაქოელებმა, ამჯერად საკავშირო პირველობის „А“ კლასის 36 კალენდარული მატჩი ჩაატარეს. მათგან 6 მოიგეს, 9 შეხვედრა ფრედ დაასრულეს, 21 დათმეს, ბურთების შეფარდებით — 37–73-თან და 21 ქულით გათამაშების სატურნირო ცხრილში ბოლო — მე-19 ადგილზე გავიდნენ. ამგვარად, ბაქოელთა გუნდს საკავშირო პირველობის უმაღლეს დივიზიონში ანუ იმდროინდელი სახელწოდებით — „А“ კლასში ასპარეზობის მეორე ცდის შემდეგ უმაღლესი ლიგის დატოვება და შესაბამისად, ქვედა დივიზიონში დაბრუნება მოუწია. 1951–1959 წლებში საკავშირო პირველობის რანგით მეორე დივიზიონის — „ბ“ კლასის გუნდებს შორის აგრძელებს გამოსვლებს. 1960–1972 წლებში კვლავ უმაღლესი ლიგაშია.

1966 წელს გუნდი თავის ისტორიაში პირველად და ერთადერთხელ საკავშირო პირველობის ბრინჯაოს პრიზიორი ხდება.[4][5] 1973–1976 წლებში კვლავ პირველ ლიგაში გამოდის, ხოლო 1977–1988 წლებში უმაღლეს ლიგის მონაწილეა.[8] საკავშირო საფეხბურთო ჩემპიონატებზე მონაწილეობის ბოლო წლებს (1989–1991) კლუბი კვლავ პირველი ლიგის გუნდებს შორის ატარებს და ამით ასრულებს თავის ისტორიაში 55 წლიან საბჭოთა პერიოდს.

მიმდინარე შემადგენლობა

განახლდა: 1 იანვარი, 2020[9]

შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.

მეტი ინფორმაცია №, პოზიცია ...
Remove ads

ეკიპირების სპონსორები და მწარმოებლები

მეტი ინფორმაცია წელი, მწარმოებელი ...

მიღწევები

Thumb
ბაქო „ნეფთჩი“ მილანის „ინტერთან“ უეფა-ს ევროპა ლიგის მატჩის წინ. 4 ოქტომბერი, 2012
აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანის პრემიერლიგა
  • ჩემპიონი (9): 1992, 1995–96, 1996–97, 2003–04, 2004–05, 2010–11, 2011–12, 2012–13, 2020—21
  • ვიცე-ჩემპიონი (3): 2000–01, 2006–07, 2018–19
  • ბრინჯაოს პრიზიორი (8): 1993, 1994–95, 1998–99, 1999–2000, 2005–2006, 2007–08, 2017–18, 2022-23
აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანის თასი
  • თასის მფლობელი (6): 1994–95, 1995–96, 1998–99, 2001–02, 2003–04, 2012–13, 2013–14
  • ფინალისტი (4): 2000–01, 2011–12, 2014–15, 2015–16
აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანის სუპერთასი
  • სუპერთასის მფლობელი (2): 1993, 1995
  • ფინალისტი (1): 2013
საბჭოთა კავშირის დროშა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი
  • ბრინჯაოს პრიზიორი (1): 1966
საბჭოთა კავშირის დროშა საბჭოთა კავშირის თასი
  • ნახევარფინალისტი (4): 1967, 1968, 1970, 1971
საბჭოთა კავშირის დროშა საკავშირო ფედერაციის თასი
  • ფინალისტი (1): 1988
თანამეგობრობის თასი
  • თასის მფლობელი (1): 2006
  • ფინალისტი (1): 2005

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

სწრაფი ფაქტები
სოციალური ქსელები
Instagram · Facebook · Twitter
თემატური საიტები
FootballDatabase.eu · FootballFacts.ru · Soccerway · playmarkerstats.com · Transfermarkt · UEFA.com · WorldFootball.net
ფოტო
ციფრული ფოტომატიანე „ივერიელი“ · Alamy · Getty Images
ვიდეო
YouTube
მედია
Worldsport.ge

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads