ნიკოლას დე პიეროლა
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
ნიკოლას დე პიეროლა (ესპ. Nicolás Fernández de Piérola Villena; დ. 5 იანვარი, 1839, არეკიპა, პერუ — გ. 23 ივნისი, 1913, ლიმა, პერუ) — პერუელი პოლიტიკოსი, ფინანსთა მინისტრი და პერუს პრეზიდენტი ორჯერ, 1879 წლის 12 დეკემბრიდან 1881 წლის 28 ნოემბრამდე და 1895 წლის 8 სექტემბრიდან 1899 წლის 8 სექტემბრამდე.
Remove ads
ადრეული წლები
ნიკოლას დე პიეროლა დაიბადა არეკიპაში, პერუ. თავდაპირველად, იგი არეკიპაში სწავლობდა, მოგვიანებით კი ლიმაში, სანტო-ტორიბიოს სემინარიში გადავიდა თეოლოგიის შესასწავლად.
პოლიტიკური ცხოვრება
1869–1871 წლებში, ხოსე ბალტას პრეზიდენტობის პერიოდში, ნიკოლას დე პიეროლა ფინანსთა მინისტრი იყო. 1882 წელს, მან პერუს დემოკრატიული პარტია დააარსა. 1895 წელს, იგი პერუს პრეზიდენტად აირჩიეს. მისი პრეზიდენტობის პერიოდი, ისტორიკოსების მიერ საუკეთესოდაა აღიარებული. პიეროლას მთავრობას, მათ ეროვნული რეკონსტრუქცია უწოდეს. მის მთავარ წარმატებად მიჩნეულია პერუს საგარეო ვალის შემცირება, ეკონომიკის აღდგენა, მთელი რიგი კანონების მიღება კერძო ბიზნესის გასაუმჯობესებლად და ამასთანავე, ეროვნული მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის დაცვა. მისი მმართველობის დროს, ეკონომიკურმა ზრდამ და განვითარებამ შექმნა მრავალი სამუშაო ადგილი, სადაც ძირითადად ქალები იყვნენ დასაქმებულნი, რაც უჩვეულო იყო იმდროინდელი სამხრეთ ამერიკისთვის.
1900 წელს, პიეროლამ მონაწილეობა მიიღო დედაქალაქის მერის არჩევნებში, მაგრამ დამარცხდა.
Remove ads
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა
- Basadre, Jorge: Historia de la República del Perú. 1822 - 1933, Octava Edición, corregida y aumentada. Tomos 6, 7, 8, 9 y 10. Editada por el Diario "La República" de Lima y la Universidad "Ricardo Palma". Impreso en Santiago de Chile, 1998.
- Chirinos Soto, Enrique: Historia de la República (1821-1930). Tomo I. Lima, AFA Editores Importadores S.A., 1985.
- Guerra, Margarita: Historia General del Perú. Tomo XI. La República Aristocrática. Primera Edición. Editor Carlos Milla Batres. Lima, Perú, 1984.
- Orrego, Juan Luis: La República Oligárquica (1850-1950). Incluida en la Historia del Perú. Lima, Lexus Editores, 2000. ISBN 9972-625-35-4
- Tauro del Pino, Alberto: Enciclopedia Ilustrada del Perú. Tercera Edición. Tomo 13, PEÑ/QUI. Lima, PEISA, 2001. ISBN 9972-40-162-5
- Rubén Vargas Ugarte: Historia General del Perú, Tomo X. La República (1879-1884). Lima, Editorial Milla Batres, 1984. Segunda Edición.
- Varios autores: Grandes Forjadores del Perú. Lima, Lexus Editores, 2000. ISBN 9972-625-50-8
Remove ads
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads