ნილტონ სანტოსი
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
ნილტონ დოს სანტოსი (პორტ. Nílton dos Santos; დ. 16 მაისი, 1925, რიო-დე-ჟანეირო — გ. 27 ნოემბერი, 2013, იქვე) — ბრაზილიელი ფეხბურთელი, მარცხენა მცველი[1]. თამაშობდა „ბოტაფოგოში“. ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში ითამაშა 75-ჯერ და 3 გოლი გაიტანა.
ნილტონ სანტოსი მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონი (1958, 1962) და ვერცხლის პრიზიორია (1950). ასევე არის სამხრეთ ამერიკის ჩემპიონი და 3-გზის ვერცხლის პრიზიორი. „ბოტაფოგოსთან“ ერთად არის რიო-დე-ჟანეიროს 4-გზის ჩემპიონი, რიო-სან-პაულოს ტურნირის 2-გზის გამარჯვებული; მოგებული აქვს სხვა ტიტულებიც. „ბოტაფოგოს“ რეკორდსმენი ჩატარებული თამაშების რაოდენობის მიხედვით[2]. პირველი ფეხბურთელი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ოთხ გათამაშებაში მიიღო მონაწილეობა[3]. 1999 წელს Placar-ის ვერსიით XX საუკუნის 100 საუკეთესო ფეხბურთელს შორის 22-ე ადგილზე დასახელდა.[4] ბრაზილიური ფეხბურთის მუზეუმის დიდების დარბაზის წევრი.[5]
Remove ads
მიღწევები
ინდივიდუალური
რესურსები ინტერნეტში
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ნილტონ სანტოსი“ ვიკისაწყობში.
- ოფიციალური საიტი (პორტუგალიური).
- ნილტონ სანტოსი, ფიფა დაარქივებული 2009-02-15 საიტზე Wayback Machine. .
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads