ნოა ბაუმბახი
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
ნოა ბაუმბახი (ინგლ. Noah Baumbach; დ. 3 სექტემბერი, 1969, ნიუ-იორკი, ნიუ-იორკის შტატი, აშშ) — ამერიკელი რეჟისორი, სცენარისტი და პროდუსერი. ოსკარზე ნომინირებული იყო ორჯერ საუკეთესო ორიგინალური სცენარის კატეგორიაში, ფილმებისთვის „კალმარი და ვეშაპი“ (2005) და „ქორწინების ისტორია“. ასევე მის გადაღებულ ფილმებს მიეკუთვნება „მარგო ქორწილში“ (2007), „საყვარელი ფრენსისი“ (2012), „სანამ ახალგაზრდები ვართ“ (2014) და „მაიროვიცის ოჯახის ისტორიები“ (2017).
Remove ads
ადრეული ცხოვრება
ბაუმბახი ბრუკლინში, ნიუ-იორკში დაიბადა. იგი რომანისტისა და კინოკრიტიკოსის, ჯონათან ბაუმბახისა და The Village Voice-ს კრიტიკოსის, ჯორჯია ბრაუნის მესამე შვილია. 1987 წელს დაასრულა ბრუკლინის მიდვუდის უმაღლესი სკოლა. 1991 წლამდე ვასარის კოლეჯში ინგლისური ფილოლოგიის მიმართულებით სწავლობდა.
კინო-კარიერა
ბაუმბახმა თავისი სადებიუტო ნამუშევარი 26 წლის ასაკში გადაიღო, რომლის სცენარისტიც თავად იყო. ფილმი, სახელწოდებით „წიხლის კვრა და ყვირილი“ 1995 წელს გამოვიდა და ის მოგვითხრობს ოთხი ბიჭის ისტორიას, რომლებიც კოლეჯში სწავლას ასრულებენ და ცხოვრების გაგრძელებაზე უარს ამბობენ. ფილმში მონაწილეობენ ჯოშ ჰამილტონი, კრის ეიგემენი და კარლოს სკოტი. მისი პრემიერა 1995 წელს ნიუ-იორკის კინოფესტივალზე შედგა.

მისი 2005 წელს გამოსული ფილმი, „კალმარი და ვეშაპი“, ნახევრადავტობიოგრაფიული ნამუშევარია და ასახავს ბაუმბახის ბავშვობას, მისი მშობლების განქორწინების გავლენას მასზე და მის ოჯახზე. ფილმში მშობლების როლს ჯონათან ლეთემი და ლორა ლინი ასრულებენ. „კალმარი და ვეშაპი“ წარმატებული გამოდგა და ის 2005 წელს სანდენსის კინოფესტივალსა და ოსკარზე საუკეთესო ორიგინალური სცენარის კატეგორიაში იყო ნომინირებული. ფილმი ასევე ნომინირებული იყო ოქროს გლობუსის 3 კატეგორიაში.
2019 წელს გამოვიდა ბაუმბახის შემდეგი ფილმი, სახელწოდებით „ქორწინების ისტორია“. ბაუმბახი მისი სცენარის ავტორი და რეჟისორია. ფილმში მთავარ როლებს ადამ დრაივერი, სკარლეტ იოჰანსონი, ლორა დერნი, ალან ალდა, რეი ლიოტა, ჯული ჰეგერტი და მერიტ ვევერი ასრულებენ. ფილმი მოგვითხრობს წყვილის, მსახიობისა (იოჰანსონი) და თეატრის რეჟისორის (დრაივერი) შესახებ.
Remove ads
გავლენები
ბაუმბახმა აღნიშნა, რომ ვუდი ალენმა მასზე „აშკარა გავლენა“ მოახდინა.[1] როგორც რეჟისორი ამბობს, ფილმები „მანჰეტენი“ (1979, რეჟ. ვუდი ალენი), „ზელიგი“ (1983, რეჟ. ვუდი ალენი), და „დენი როუზის ბროდვეი“ (1984, რეჟ. ვუდი ალენი) მისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.[2] ბაუმბახმა ასევე დაასახელა სხვა რეჟისორებიც, რომლებმაც ზემოქმედება იქონიეს მასზე: ერნსტ ლუბიჩი, მაქს ოფულსი, ჟან რენუარი, რობერტ ალტმენი, პიტერ ბოგდანოვიჩი, სპაიკ ლი, უიტ სტილმენი, სტივენ სპილბერგი და ფრანგული ახალი ტალღის რეჟისორები.[3][4][5]
პირადი ცხოვრება
ბაუმბახი მსახიობ ჯენიფერ ჯეისონ ლის 2001 წელს შეხვდა. ისინი 2005 წლის 2 სექტემბერს დაქორწინდნენ და ჰყავთ შვილი, რომერი. ლიმ განქორწინების საბუთები 2010 წელს შეავსო, ხოლო საბოლოოდ, პროცესი 2013 წელს დასრულდა.[6]
2011 წლის დასასრულს ბაუმბახმა რომანტიკული ურთიერთობა დაიწყო მსახიობ, მწერალ და რეჟისორ გრეტა გერვიგთან. ისინი ერთმანეთს 2010 წელს, „გრინბერგის“ გადაღებებზე შეხვდნენ. 2019 წელს მათ შვილი, სახელად ჰაროლდი შეეძინათ.[7]
Remove ads
ფილმოგრაფია
Remove ads
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads